იობი (გეჩა) : მართლმადიდებლებს რომის პირველობის აღიარების პრობლემა არ აქვთ

20 February 2021 00:10
14
პაპი ფრანცისკი და არქიეპისკოპოსი იობი (გეჩა). ფოტო: catholicoutlook.org პაპი ფრანცისკი და არქიეპისკოპოსი იობი (გეჩა). ფოტო: catholicoutlook.org

არქიეპისკოპოსმა იობმა (გეჩა) კონფერენციაზე განაცხადა, რომ პრობლემა არა პაპის პირველობაშია, არამედ იმაში, თუ როგორ იქნება რეალიზებული ეს პირველობა.

მართლმადიდებლებს არ აქვთ იმის პრობლემა, რომ აღიარონ რომის პირველობა, პრობლემა იმაშია, როგორ იქნება რეალიზებული ეს პირველობა, - განაცხადა ფანარის იერარქმა, ტელმესუს მთავარეპისკოპოსმა იობმა (გეჩა) ონლაინ-კონფერენციაზე „მართლმადიდებლურ-კათოლიკური საღვთისმეტყველო დიალოგის გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც მიეძღვნა მართლმადიდებლებისა და კათოლიკების ერთობის გზების ძიებას.

კონფერენციაში, გარდა მთავარეპისკოპოსისა, მონაწილეობა მიიღეს პაპის ქრისტიანული ერთობის მხარდამჭერი საბჭოს აღმოსავლური ბიუროს ხელმძღვანელმა გიაცინტე დესტიველმა, პროფესორმა პეტროს ვასილიადისმა და სხვა ბერძენმა ღვთისმეტყველებმა.

ეკუმენისტური დიალოგის მსვლელობისას ფანარის იერარქმა განაცხადა, რომ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის სრული ერთობის განხორციელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ღვთისმეტყველთა ახალი თაობის აღზრდა, რომლებსაც კარგად ეცოდინებათ არა მართო მათი ეკლესიის ტრადიციები, არამედ გახსნილები იქნებიან სხვა ეკლესიის ტრადიციების მიმართ. ამიტომ, თვლის გეჩა, მართლმადიდებელი სტუდენტები უნდა სწავლობდნენ კათოლიკურ სასწავლებლებში, ხოლო კათოლიკები - მართლმადიდებლურში.

დესტივალის სიტყვების კომენტირებისას პაპის როლზე მომავალ გაერთიანებულ ეკლესიაში, ფანარის იერარქმა განაცხადა, რომ „მართლმადიდებლებს არ აქვთ პრობლემა რომის ეკლესიის პირველობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ეკლესია, პატრისტიკული  და კანონიკური ტრადიციების თანახმად, წინამძღვრობს სიყვარულში... ამიტომ მართლმადიდებლური თვალსაზრისით რომის პირველობა არ წარმოადგენს პრობლემას. პრობლემა იმაშია, როგორ იქნება ეს პრობლემა რეალიზებული პრაქტიკაში“.

გეჩას აზრით, გაერთიანებულ ეკლესიაში კათოლიკებმა არ უნდა მოთხოვონ მართლმადიდებლებს რომის იმაზე მეტი უფლებების აღიარება, ვიდრე ეს იყო პირველ ათასწლეულში.

შეგახსენებთ, მანამდე პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ნიკეის კრების 1700 წლის იუბილე, რომელიც 2025 წელს ჩატარდება, ქრისტიანთა გაერთიანების საბაბია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ