დევნილი თემი დელოვოეში ლოცულობს, პატრიარქი ბართოლომეს შეგონებისთვის
«ჩვენს სულში სიცივეა, გულში კი ცეცხლი ანთია, რადგანაც ღმერთი ჩვენთან არის», თქვა მღვდელმა, რომელიც პატრონობს დელოვოეში განდევნილ საზოგადოებას.
ზაკარპატის სოფელ დელოვოეში არქიმანდრიტი ბენედიქტი (ხრომიი), რომელიც სულიერად ასაზრდოებს უმე-ს განდევნილ თემს ავრცელებს ვიდეო მიმართვას youtube-არხზე mospat.ru, სადაც მიმართავს ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს , რომ ილოცონ პატრიარქი ბართოლომეს და მისი თანამოაზრეების გონზე მოსასვლელად.
«ჩვენ ვლოცულობთ გზააბნეულთათვის, ვლოცულობთ აგრეთვე პატრიარქ ბართოლომესა და მისი თანამოაზრეებისათვის, რათა ღმერთმა შეაგონოს და მოალბოს მათი გულები», – თქვა არქიმანდრიტმა ბენედიქტმა.
არქიმანდიტრმა დაამატა, რომ იმის და მიუხედავად, რომ მეუ-მ წაგვართვა ტაძარი, უმე-ს შენარჩუნება მოხერხდა, მორწმუნეები აგრძელებენ ლოცვას პატარა სამრეკლოსთან და იძულებული არიან ყინვასა და თოვლში იდგნენ.
«სულში სიცივეა, გულში ცეცხლი ანთია, რადგან ჩვენთან არს ღმერთი, ჭეშმარიტება და სიმართლე. ასე არის ნათქვამი პავლეს ეპისტოლეში: "ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც სხვა რაიმე არსება ვერ გაგვყოფს ჩვენ ქრისტე ღმერთის სიყვარულისგან ". (რომ. 8: 38, 39 – რედ.). ჩვენს შემთხვევაში ვერც თოვლი, ვერც ყინვა, ვერც სიცივე, ვერც ქარი ვერ გაგვყოფს ჩვენ ღმერთის სიყვარულისგან», – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში მეუ-ს აქტივისტებმა სოფელ დელოვოეში ხელისუფლების ხელშეწყობით დაარბიეს და წაართვეს უმე-ს კუთვნილი ტაძარი. უმე-ს თემის დარეგისტრირებას ახალი ეკლესიური სტრუქტურის სასარგებლოდ განიხილავს სასამართლო, აქედან ერთ-ერთი კანონი, რომელიც მეუ-ს გზას უხსნიდა ტაძრისკენ, ძალაში შევიდა.
როგორც ადრე წერდა მჟკ , საკუთარი ტაძრიდან დევნილი უმე დელოვოეში ღია ცის ქვეშ ლოცულობს.