სპონსორმა, პოლტავაში უმე-ს მშენებარე ტაძრის გადაცემა მეუ-სთვის გადაწყვიტა
სოფელ კელებერდას გაერთიანებას თხოვენ ტაძრისა და ტაძრის ნაგებობათა განთავისუფლებას 2021 წლის 31 მარტამდე.
პოლტავის ოლქის სოფელ კელებერდაში გაღვივდა სკანდალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი გაერთიანების გარშემო. მწარმოებელი და მეცენატი ალექსანდრე მოროზი, რომელმაც 2005 წელს ააშენა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი, აპირებს მის გადაცემას უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ფაქტიურად ქუჩაში აგდებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამის შესახებ ყვებიან ტაძრის მრევლის წევრები, რომლებმაც ჩაწერეს ვიდეომიმართვა ალექსანდრე მორიზისადმი თხოვნით, დაუტოვოს ტაძარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას.
2005 წელს, მშენებლობის დასრულების შემდეგ ტაძარი გადაეცა პოლტავის ეპარქიას, მაგრამ ორი წლის შემდეგ, 2007 წელს, ჯერ-ჯერობით უცნობი მიზეზების გამო ეპარქიამ გადასცა მოროზის საკუთრებაში ტაძარი და ტაძრის ყველა ნაგებობა. ახლა მოროზმა გადაწყვიტა გადასცეს ტაძარი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიას.
სოფელ კელებერდას მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ პავლიუკმა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარი გააკეთა შექმნილ სიტუაციაზე.
მღვდელი ყვებოდა, რომ ალექსანდრე მოროზის საკუთრებაში ტაძრის გადაცემის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ გააფორმა მასთან ორწლიანი ხელშეკრულება არენდის თაობაზე, შემდგომში ხელშეკრულება ავტომატურად უნდა გაგრძელებულიყო. ამიტომ მოროზის უარი მის მორიგ გაგრძელებაზე იყო როგორც ქუხილი მოწმენდილ ცაზე. მღვდლის სიტყვებით, მთელი სოფელი აღშფოთებულია ტაძრის მესაკუთრის გადაწყვეტილებით, ვინაიდან კელებერდაში არ არსებობს არა მარტო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება, არამედ ამ სტრუქტურის გულშემატკივრებიც კი არ არიან.
„შევხვდი ბატონ ალექსანდრეს, მან შემომთავაზა გაერთიანებასთან ერთად გადავსულიყავი უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, რადგან მრევლის არც ერთი წევრი ამ ვარიანტს არც განიხილავს. ამას წინათ ჩამაბარეს რაღაც დოკუმენტი, რომ ჩვენს ხელშეკრულებას ვადა გასდის, მოროზი ითხოვს ტაძრისა და მღვდლის სახლის დაცარიელებას“, - ყვებოდა გაერთიანების წინამძღვარი.
მღვდლის სიტყვებით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სრუქტურები ქალაქ გორიშნიე პლავნიშიც კი არ არის, რომლის გარეუბანსაც წარმოადგენს სოფელი კელებერდა. ადრე იქ იყო უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მცირერიცხოვანი გაერთიანება, მაგრამ როდესაც მისმა წინამძღვარმა მოინანია და დაუბრუნდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, მან პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.
მრევლის წევრებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ემოქმედათ და ჩაწერეს მოროზისადმი ვიდეომიმართვა, დაწერეს კოლექტიური წერილი, შეაგროვეს ხელმოწერები.
ვინაიდან სოფელი არ არის დიდი, დაახლოებით 300 სულამდე, მრევლში გაერთიანებულია მისი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი. ღვთისმსახურებას ესწრება საშუალოდ 40-60 ადამიანი. მოროზისადმი მიმართვას ხელი მოაწერა კელებერდის ყველა მაცხოვრებელმა და გორიშნი პლავნის გაერთიანების წევრებმა, საიდანაც მორწმუნეები ჩამოდიან ტაძარში ღვთისმსახურებაზე (ქალაქი მდებარეობს სოფლიდან 10 კმ-ში).
„მთელმა კელებერდამ ხელი მოაწერა, იმათმაც კი, ვინც არ დადის ტაძარში, რადგან არ სურთ ცვლილებები. კომსომოლსკის მაცხოვრებლებმაც (გორიშნი პლავნის ძველი სახელწოდება - რედ.) აგრეთვე მხარი დაუჭირეს ტაძარს“, - ყვებოდა მღვდელი.
მამა მიქაელი დარწმუნებულია, რომ მოროზმა ნახა ვიდეორგოლი, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისგან არავითარი რეაგირება არ ყოფილა.
„რგოლი არ არის მტრული, ჩვენ ბატონ ალექსანდრეს თხოვნით მივმართავთ, რომ მან შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. ჩვენ არც შეგვიძლია მასთან ბრძოლა, რადგან იურიდიული საფუძველი არ გვაქვს, მხოლოდ რაღაც სასწაულის იმედზე ვართ. ადრე ამ ადგილას ნავმისადგომი და მაღაზია იყო, სადაც არაყს ყიდდნენ, მშენებლობის დაწყებამდე ომი გავაჩაღეთ ტაძრისთვის, ვინაიდან მოსახლეობის ნაწილს ამ ადგილას სასტუმროსა და ბარის აშენება უნდოდათ, სხვებს კი - ეკლესიის და მათ მიაღწიეს კიდეც. მაგრამ ახლა, როცა უკვე ყველაფერი გვაქვს, ტაძარს გვართმევენ, ხალხი შეშფოთებულია“, - დაამატა მღვდელმა.
მღვდელი თავისი ხუთსულიანი ოჯახით ცხოვრობდა სამრევლო სახლში, რომელიც აგრეთვე მოროზს ეკუთვნის, ახლა ის ახალ სახლს ეძებს. წინამძღვარი დარწმუნებულია, რომ გაერთიანება გააგრძელებს კელებერდაში არსებობას: „ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება სოფლის საბჭოს ცარიელი შენობის არენდის შესახებ, სადაც ჩავატარებთ ღვთისმსახურებას“.
თუ ტაძრის მესაკუთრე არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, გაერთიანება მოლაპარაკების ბოლო დღეს აპირებს ჯვრით ხელში ტაძრის დატოვებას - ხატებითა და დროშებით.
როგორც ადრე მჟკ წერდა, უმე-ს სამების ეკლესიის საზოგადოებამ პოლტავაში გაზის მოპარვის ფაქტი.