თავისი ტაძრიდან გამოდევნილი უმე-ს თემი დელოვოეში ლოცულობს ღია ცის ქვეშ

17 February 2021 16:56
27
მეუ-ს საზოგადოება დელოვოეში, 14.02.21. ფოტო: Facebook-страница пользователя Венедикт Хромий მეუ-ს საზოგადოება დელოვოეში, 14.02.21. ფოტო: Facebook-страница пользователя Венедикт Хромий

ერთი კვირის წინ მეუ-ს აქტივისტები,- ხელისუფლების ხელშეწყობით თავიანთ განკარგულებაში  მიიღეს  უმე-ს თემის წმინდა მიძინების ტაძარი.

2021 წლის 14 თებერვალს, მიუხედავად ყინვისა და ქარიანი ამინდისა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  იმიერკარპატების ოლქის რახოვსკის რაიონის სოფელ დელოვოეში  თავისი ტაძრიდან გამოდევნილი მართლმადიდებელი თემი კვლავ შეგროვდა ლოცვაზე ღია ცის ქვეშ.

ღვთისმსახურება, რომელიც ჩატარდა სოფლის პატარა სამლოცველოს გვერდით, პირდაპირი ჩართვით აჩვენა უმე-ს ხუსტის ეპარქიის წარმომადგენელმა Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ მეუ-ს აქტივისტებმა ხელისუფლების ხელშეწყობით თავიანთ განკარგულებაში  მიიღეს  უმე-ს თემის წმინდა მიძინების ტაძარი სოფელ დელოვოეში.

ასევე მეუ-ს ადგილობრივი ღვთისმსახურები იუწყებიან, რომ მეუ-ს მხარდამჭერები იმიერკარპატებში ცოტაა, მაშინ როდესაც კანონიკური ეკლესიის თემი მრავალრიცხოვანია. ტაძრის წინამძღვარი მ. იოანე დროებით ჩამოშორებულია თავის მოვალეობებს,  მიძინების ტაძრის თემთან მსახურობს ერთ-ერთი ადგილობრივი სავანის მკვიდრი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ