მეუ აგროვებს დისიდენტებს ადგილობრივი ეკლესიებიდან,- უმე-ს სპიკერი
დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი საუბრობს მეუ-ს "უკრაინის მართლმადიდებელი ახალგაზრდობის ონლაინ-შეხვედრის" ერთ-ერთ მონაწილეზე.
მეუ თავის ირგვლივ აგროვებს დისიდენტებს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან. ამაზე უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების თავჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე პასუხად ინფორმაციაზე, რომ მეუს- ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა გოჩა ბარნოვმა.
"საქართველოს ეკლესიაში ჩემმა წყარომ მითხრა, რომ გოჩა ბარნოვი იყო თბილისის სასულიერო აკადემიის დოგმატური ღვთისმეტყველების პედაგოგი, მაგრამ 2 წლის წინ ის გაათავისუფლეს,- განაცხადა მღვდელმსახურმა. მიზეზი:მისი რადიკალური უთანხმოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის პოზიციის მიმართ, რომელიც უკრაინელი სქიზმატიკოსების ტომოსს არ აღიარებს; ამ თემაზე მისი არაკორექტული გამონათქვამები კოლეგა-პედაგოგების მისამართით. სხვა სიტყვებით, ის რადიკალურად ემხრობოდა ტომოსს ."
უმე-ს სპიკერის წყაროების ინფორმაციით, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, რომელმაც შეიფარა დისიდენტი პედაგოგი, დაარსებულია საქართველოს კათოლიკური ეკლესიის მიერ.
"ამგვარად, მეუ აგროვებს თავის ირგვლივ დისიდენტებს სხვადასხვა ეკლესიებიდან. ეს არცაა გასაკვირი, მსგავსი ხომ მსგავსს იზიდავს. თვითონ მეუ შედგება იმათგან, ვინც აქტიურობს და ეწევა თავის საქმიანობას ეკლესიის წინააღმდეგ. ერთგვარი ასეთი "მართლმადიდებელი პროტესტანტები", ანუ "დისიდენტები",-განმარტა დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიაში გამოაქვეყნეს გადაწყვეტილება, მიღებული წმინდა სინოდის მიერ 11 თებერვალს . "უკრაინული საკითხი" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის კრებას არ განუხილავს.