,,დესიატინის'' მონასტერს ისევ დანგრევით ემუქრებიან

14 February 2021 23:30
22
,,დესიატინის'' მონასტერი კიევში. ფოტო: riafan.ru ,,დესიატინის'' მონასტერი კიევში. ფოტო: riafan.ru

მოსამზადებელი სხდომა ,,დესიატინის''მონასტრის (ღვთისმშობლის შობის სახელობის)  საკითხთან დაკავშირებით გაიმართება 17 მარტს კიევის საარბიტრაჟო სასამართლოში.

კიევის სასამართლოში განახლდა საქმის განხილვა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის დანგრევის საკითხზე და მისი საკუთრების უფლებაზე სახელმწიფოს რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმებაზე, შესაბამისი დოკუმენტი  8 თებერვლით დათარიღებული განთავსებულია სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან სახელმწიფო რეესტრში.

სარჩელში ნათქვამია, რომ უკრაინის ისტორიის ნაციონალური მუზეუმი თხოვს საარბიტრაჟო სასამართლოს ჩამოაშოროს დაბრკოლებები, დააკისროს ქ. კიევის შევჩენკოს რაიონის რელიგიურ თემს გამოანთავისუფლოს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, ფართობით 133.2 კვ.მ, საკუთარი ხარჯებით დაანგრიოს თვითნებურად აშენებული უძრავი ქონების ობიექტი და თავისი სახსრებით მოიყვანოს მიწის ფართობი წინანდელ მდგომარეობაში ,  ასევე გააუქმოს  სახელმწიფო რეგისტრაციის  1788799 ჩანაწერი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

კიევის საარბიტრაჟო სასამართლომ დანიშნა მიწის ნაკვეთის ტექნიკური სასამართლო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ნამდვილად არის თუ არა ტაძარი განლაგებული მუზეუმის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს წარმართული თემის «Цветок папоротника» მეთაურმა ვიაჩესლავ ტოლპიგამ განათავსა პეტიცია ქალაქის ადმინისტრაციის საიტზე მოთხოვნით, დანგრეულ იქნას ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. რადიკალებმა შტურმი მოაწყვეს ტაძარზე და შეეცადნენ მის დაწვას. უმე-ს მორწმუნეები 10 საათის განმავლობაში იცავდნენ მონასტერს. დავა ტაძრის ირგვლივ გრძელდება დღემდე. კიევის საოლქო სასამართლომ არაერთხელ გადადო სხდომა მონასტრის საქმეზე, ხოლო 8 თებერვალს საარბიტრაჟო სასამართლომ განაახლა საქმის წარმოება.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი ურიგებს მრევლს ნიღბებს და სადეზინფექციო საშუალებებს. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ