«მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის»: დევნილი უმე დელოვოეში ქუჩაში ლოცულობდა
დელოვოეს საზოგადოება, რომელთაც მეუ-მ ტაძარი წაართვა, იძულებული არიან ყინვაში ღია ცის ქვეშ ილოცონ.
კარპატის მხარეში რუხოვის ოლქის სოფელ დელოვოეში 12 თებერვალს სამი წმინდანის, ვასილი დიდის, გრიგორი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეს დევნილი უმე-ს წმინდა მიძინების ტაძრის მრევლი ღია ცის ქვეშ ლოცულობდა.
დელოვოეში პატარა სამრეკლოსთან ჩატარებული ლიტურგია Facebook პირდაპირი ჩართვით მიმდინარეობდა.
წირვაზე მყოფებს მიმართვის დროს ღვთისმსახურმა შეახსენა სულიერი გმირობა და ნებისყოფა დიდი მოწამეებისა, რომლებიც იცავდნენ ერთადერთ ჭეშმარიტ რწმენას და მადლობელი იყვნენ ღვთისა გამოცდის მოვლენისათვის.
«გავა წლები და ათწლეულები, და მე მჯერა, რომ თქვენ გაგიხსენებენ, როგორც ჭეშმარიტების დამცველებს. ახლა ყინავს, დიდთოვლობაა და ჩვენ კი ღმერთს მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის. დღეს ჩვენზე ლოცულობს ჩვენი მღვდელი მარკი (ხუსტსკი და ვინოგრადოვსკი-რედ. ), და როგორც კი შესძლებს ისიც იქნება აქ ჩვენთან ამ სამრეკლოში», – თქვა უმე-ს ხუსტსკის ეპარქიის ღვთისმსახურმა.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ მეუ-ს მომხრეებმა ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით ხელში ჩაიგდეს წმინდა მიძინების სახელობის ტაძარი დელოვოეში. უმე-ს საზოგადოების გადარეგისტრირებას ახალი საეკლესიო სტრუქტურის სასარგებლოდ განიხილავს სასამართლო, სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეკლესიის გზას უხსნის მეუ-ს ძალაში შევიდა.
ასევე ადგილობრივმა ღვთისმსახურებმა გვამცნეს, რომ დელოვოეში მეუ-ს მომხრეები ძალიან ცოტაა, კანონიკური ეკლესიის მომხრეები კი ბევრი. ეკლესიის წინამძღვარი იოანი დროებით განთავისუფლებულია მოვალეობისგან, წმინდა მიძინების ტაძრიდან მსახურობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
როგორც ადრე მჟკ გვამცნობდა, სოფელ დელოვოეში უმე-ს მორწმუნეებს ტაძრისკენ მიმავალი გზა პოლიციამ გადაუკეტა.