ფანარიონის მეთაურის თქმით, სამივე ლავრა ,,მეუ-ს კონტროლს უნდა დაუბრუნდეს’'

11 February 2021 23:00
32
უმე-ს მეთაური კანადაში (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) მიტროპოლიტი გიორგი (კალიშჩუკი). ფოტო: tumblr.com უმე-ს მეთაური კანადაში (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) მიტროპოლიტი გიორგი (კალიშჩუკი). ფოტო: tumblr.com

კიევო-პეჩორის, პოჩაევისა და სვიატიგორსკის ლავრები ეკუთვნის ხელისუფლებას და იმყოფება უმე-ს დროებით დაქვემდებარებაში, ხაზგასმით თქვა მიტროპოლიტმა გიორგიმ (კალიშჩუკი).

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქმა გიორგი (კალიშჩუკი), რომელიც კანადაში უმე-ს მეთაურია, დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის სამივე ლავრა უნდა დაუბრუნდეს უკრაინელ ხალხს და მეუ-ს. ეს განცხადება მან გააკეთა კანადურ არხ Kontakt Ukrainian TV ინტერვიუში.

«სინამდვილეში კიევო-პეჩორისა და პოჩაევის ლავრა არის კიევის სახელმწიფოს, ხელისუფლების კუთვნილება,- თქვა მან. მოსკოვის ეკლესია- როგორც მას ეძახიან უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიას, მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეს თქმით, არის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია კიევში, ეს არ არის არანაირად უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია. ორივე ლავრა, ასევე მესამეც - სვიატოგორის, არის უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის დროებით სარგებლობაში».

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა თქვა, ,, როგორც კი საზოგადოება განვითარდება, როგორც კი ხელისუფლება შეგონდება <...> ყველაფერი დაუბრუნდება უკრაინელი ერის დაქვემდებარებას და ვთვლი რომ დაუბრუნდება მეუ-ს და უკრაინას’’.

გარდა ამისა, განაცხადა მან ,, უკრაინელებს უნდა აშფოთებდეთ’’ ის, რომ  ,,ეკლესიებიდან და ლავრებიდან სხვა და სხვა ნივთები გადააქვთ სხვა სახელმწიფოში საძღვრის გავლით’’.

შეგახსენებთ, ადრე ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც უმე-ს მეთაურმა დაადასტურა რომ სწორედ ფანარიონმა უბიძგა უკრაინის მთავრობას მოეთხოვათ ტომოსი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ