აშშ-ს ადმინისტრაციამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს უმე შეტევას უკრაინაში-ექსპერტი

10 February 2021 23:25
27
უკრაინის პოლიტიკის ანალიზისა და მენეჯმენტის  ინსტიტუტის დირექტორი რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top უკრაინის პოლიტიკის ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top

აშშ დაინტერესებულია ტრადიციული საზოგადოების რელიგიურ დეკონსტრუქციაში, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევა, თვლის რუსლან ბორტნიკი.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიძლება მხარი დაუჭიროს  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას უკრაინაში, ვინაიდან აშშ საერთოდ დაინტერესებულია ტრადიციული საზოგადოებების რელიგიურ დეკონსტრუქციაში, თქვა „ანალიზისა და პოლიტიკის მენეჯმენტის უკრაინის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან  ბორტნიკმა „სტრანასთან“ კომენტარში, სხვადასხვა საეკლესიო და სამთავრობო წყაროებიდან შემოსული შეტყობინებებით, ხელისუფლება აპირებს დარტყმის განხორციელებას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე.

„ეს მიმართულება განსაკუთრებით გააქტიურდა ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც მანამდე   სარწმუნოებრივი თავისუფლების ალიანსი შექმნა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბაიდენის დროს რელიგიის საკითხები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იქნება“, - თქვა ექსპერტმა.

ბორტნიკის აზრით, ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ჩარევამ  ეკლესიის საკითხში შეიძლება უფრო დაწიოს მისი ისედაც დაბალი რეიტინგი, მაგრამ „ეტყობა თვით ზელენსკის იმის იმედი აქვს, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა უფრო საგარეო მხარდაჭერაზე და ოლიგარქთა კონსენსუსზეა დამოკიდებული, ვიდრე უკრაინული საზოგადოების აზრზე“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის იერარქმა კომენტარი გააკეთა ხელისუფლების მიერ ეკლესიაზე მოსალოდნელი დარტყმის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ