უკრაინელი კათოლიკეები მზად არიან დალოცონ ლგბტ წყვილები, თუ ისინი არ შესცოდებენ
თუ ლგბტ წყვილი მზად არის „რადიკალურად შეცვალოს თავისი ცოდვილი ცხოვრება“, მაშინ უკრაინის კათოლიკე მღვდლები მზად არიან დალოცონ ისინი.
უკრაინის რკე-ის კიევ-ჟიტომირის ეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსმა ალექსანდრე იაზლოვეცკიმ Facebook-ზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის მიერ ჰომოსექსუალური წყვილების კურთხევის ნებართვაზე.
მან გამოთქვა ეჭვი, რომ „ჩვენი რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი თუ დიაკონი ისარგებლებს დღეს სარწმუნოების დოქტრინის დიკასტერიის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობით“. ამავე დროს, მან აღიარა, რომ "შეიძლება იყოს გამონაკლისები".
„თუ ასეთი წყვილი, რომელიც იმყოფება „გაურკვეველ ვითარებაში“, გულწრფელად ითხოვს კურთხევას, რათა გადაწყვიტეს რადიკალურად შეცვალონ ცოდვილი ცხოვრება, მაშინ, რა თქმა უნდა, კურთხხევა მიეცემა, მაგრამ ჩვენ ამას აქამდეც ვაკეთებდით“, - თქვა იაზლოვეცკიმ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ვატიკანმა რმე-ის მღვდლებს ჰომოსექსუალური წყვილების დალოცვის ნება დართო.