ფინეთში ფანარის ეკლესიის მეთაურმა ორდენებით დააჯილდოვა დუმენკო და ზორია
დუმენკო და ზორია ესწრებოდნენ ჰელსინკში ღვთისმსახურებას ფინეთის ეკლესიის მეთაურთან ერთად.
2023 წლის 16 დეკემბერს მეუ-ს ხელმძღვანელებმა ეპიფანე დუმენკომ და ევსტრათი ზორიამ გაცვალეს სიგელები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფინეთის ეკლესიის მეთარუთან არქიეპისკოპოს ლევთან, წერს მეუ-ს საიტი.
არქიეპისკოპოსმა დააჯილდოვა დუმენკო პირველი ხარისხის კომანდორის ტარიგის ორდენით, ზორია - მეორე ხარისხის ორდენით. თავის მხრივ, დუმენკომ დააჯილდოვა ლევი სამახსოვრო ეპიტრაქილითა და პანაგეათი.
მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეს ადამიანები ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას, რის შემდეგაც იმღერეს უკრაინის ჰიმნი და ასევე ფანარიონის მეთაურის, სერგეი დუმენკოსა და არქიეპისკოპოს ლევის დღეგრძელობა. ტაძარში ასევე ლოცულობდა ფინეთში უკრაინის ელჩი ოლგა დიბროვა.
ადრე მჟკ წერდა, რომ დუმენკო ესაუბრა ფინეთის ლუთერანებს უკრაინაში შექმნილი რელიგიური სიტუაციის შესახებ.