მეუ-ს მომხრეებმა გალინოვკაში გატეხეს უმე-ს ტაძრის ბოქლომები
ტაძრის მიტაცების შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ ღვთისმსახურების ჩასატარებლად უნდა მოძებნოს შენობა.
2021 წლის 6 თებერვალს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა ვოლინსკის ოლქის სოფელ გალინოვკაში პოლიციის თანდასწრებით ღირსი სერგი რადონეჟელის ტაძრის კარზე გატეხეს ბოქლომები, იუწყება ვლადიმერ-ვოლინსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტების მიერ ვოლინსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის პიკეტის შემდეგ მოხელეებმა დაასრულეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების გადარეგისტრირება, რომელიც თითქოს „გადავიდა უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში“.
ვოლინსკის ოლქის სოფელ გალინოვკის ღირსი სერგი რადონეჟელის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იური ტატუნჩაკმა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს აუწყა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების ძალადობრივი გადარეგისტრირება უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ არ გამოიწვევს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანების მოღვაწეობის შეჩერებას, ახლა წინამძღვარმა მრევლთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, სად გააგრძელებენ ლოცვას.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, აქტივისტთა ზეწოლით ხელისუფლებამ დაამტკიცა გალინოვკის გაერთიანების „გადასვლა“ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში.