ქსელში განიხილავენ ეპიტრახილიონ შემოხვეული მეუ-ს ,,მღვდელის’’ საკითხს
„მღვდელმა“ თქვა, რომ ათონის მთაზე სწორედ ასე იფარებენ თავზე საღვთისმსახურო შესამოსელს.
პროფილარეტის ფეისბუქ-პუბლიკაციაში «За Українську Церкву» გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც მეუ-ს "მღვდელს" ანდრეი ტიშჩენკოს თავზე ეპიტრახელიონი აქვს შემოიხვეული.
„არაფერია გასაკვირი... ბერძნული მეუ-ს ტიპიური მღვდელი. კიდევ კარგი ზედ არ დააჯდა და ცხვირი არ მოიხოცა“, - წერენ მომხმარებლები.
გამოცემამ მწვავე დისკუსია გამოიწვია. ერთ დღეში 350-ზე მეტმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი.
უმრავლესობა თვლის, რომ ლიტურგიკულ შესამოსელთან ამგვარი მოპყრობა არ შეიძლება.
„მამაო, რა იყო ეს ჟესტი ეპიტრახილიონით??? ეს რაღაც ნიშანია??? ცრურწმენა??? ეს არ არის უბრალოდ ტილო ან შალი, არამედ სამღვდელო შესამოსლის წმინდა ნაჭერი! მაგრამ იქნებ თქვენ ეს არ გესმით და არ იცით, რომ ასეთ რამეებს განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდება!!! მითუმეტეს, მღვდლისგან!“ - წერს რუსია.
”ოჰ, ის მღვდელი არ არის, თუ ასე იქცევა! საშინელებაა!“ - მხარი დაუჭირა ოლგა სალომ.
„მღვდელმა არც კი იცის, რა არის ეპიტრახილიონი. სირცხვილი და თავის მოჭრა“, - წერს ვასილი მაკარჩუკი.
ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ პუბლიკაციის ავტორები ასეთი გამოცემით მხარს უჭერენ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. სხვები წერენ, რომ ტიშჩენკოს ქმედებაში დასაძრახს ვერაფერს ხედავენ.
თავად ტიშჩენკო წერდა, რომ გარეთ ძალიან ციოდა და ქარი ქროდა. და რომ ათონის მთაზე მღვდლები ზუსტად ასე იქცევიან.
„ათონის წმიდა მთაზე არაერთხელ ყოფნისას ვნახე, როგორ ირგებენ ბერები ყელზე: ფელონებს და სხვა საღვთისმსახურო ნივთებს. თუ არ ხართ ნამყოფი, გირჩევთ წახვიდეთ და ილოცოთ. ღმერთმა ქნას, ეს იყოს ჩემი უდიდესი ცოდვა“, - წერს „მღვდელი“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ კულტურის სამინისტროს რწმუნებით, მეუ-მ ძაღლი წმინდანად არ შერაცხა.