იურიდიულ განყოფილებაში დააკომენტარეს მეუ-ს ,,წმინდა სინოდის’’ განცხადება
გამოდის, რომ ,,სინოდი’’ და დუმენკო უკრაინის მილიონ მოქალაქეს აგრესორად თვლის, აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.
2021 წლის 2 თებერვალს ,,სინოდმა’’ და ეპიფანე დუმენკომ განცხადება გააკეთეს მოთხოვნით, სახელი გადაერქვას უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიას (უმე), რაზეც კომენტარი გააკეთა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.
«როგორც აღმოჩნდა, მეუ-ს სინოდისა და ეპიფანე დუმენკოს აზრით უკრაინის მილიონობით მოსახლეობა აგრესორია, რომლებიც შედიან უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის სამრევლოს რიცხვში, ამიტომაც ნებისმიერი მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება იქნება კორუმპირებული, სანამ ისინი სახელს არ გადაირქმევენ ან აღიარებენ ტომოსს და დაემორჩილებიან მას!’’- დაწერა იურიდიული განყოფილების უფროსმა თავის Facebook გვერდზე.
მღვდელმსახურმა აღნიშნა, ,,ყოველთვლის ვთვლიდი, რომ ეკლესია უნდა მიჰყვებოდეს ქრისტეს გზას და არა ტომოსს!’’
ასევე, შეგვახსენა მან, ტომოსში, რომელის გათვალისწინებასაც მოუწოდებს მეუ-ს ,,სინოდი’’ უკრაინის კანონიკურ მართმადიდებლურ ეკლესიას,ის არ არის არც ერთხელ ნახსენები, ლაპარაკია მხოლოდ ,,მეუ-სა და უწე-ზე (უკრაინის წმინდა ეკლესია)’’.
როგორც მჟკ იტყობინება, მეუ-ს ,,სინოდმა’’ 2 თებერვალს გააკეთა განცხადება № 2662-VIII კანონის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე 2018 წლიდან, რომელიც ავალდებულებს უკრაინის კანონიკურ მართმადიდებლურ ეკლესიას შეიცვალოს სახელწოდება. კანონის შესაძლო გაუქმებაზე ,,სერიოზული აღშფოთება’’ გამოთქვეს მეუ-ში, განაცხადეს რომ ადგილი აქვს კორუფციას და ,,უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებსა და ხელისუფლებას მოუწოდეს არ დაუშვან მისი აღსრულება’’.
შეგახსენებთ, სანამ სკანდალურ კანონს, იძულებითი წესით, რელიგიური ორგანიზაციების სახელის გადარქმევაზე, მათ შორის უმე-ს, განიხილავს კონსტიტუციური სასამართლო, მისი ნორმები დუბლირებულია კანონში დონბასის ,,გარდამავალი პერიოდის შესახებ’’.