ელენსკი ირწმუნება, რომ ხელისუფლებას უმე-ს აკრძალვა არ სურს

08 December 2023 12:07
1814
სახეთნოპოლიტიკის უფროსი ვიქტორ ელენსკი. ფოტო: nfront.org.ua სახეთნოპოლიტიკის უფროსი ვიქტორ ელენსკი. ფოტო: nfront.org.ua

სახეთნოპოლიტიკის უფროსმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურს არც უმე-ს და არც სხვა რომელიმე ეკლესიის აკრძალვა.

ვიქტორ ელენსკი, სახეთნოპოლიტიკის უფროსი, ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურს უმე-ს აკრძალვა და ეკლესიისგან არ ითხოვს  ავტოკეფალიას, აგრეთვე არც მართლმადიდებლობაზე, არც საეკლესიო სლავურ ენაზე და არც იულიანურ კალენდარზე უარის თქმას. ამის შესახებ მან განაცხადა გერმანელი ღვთისმეტყველის თომას ბრემერის მიმართ გაგზავნილ წერილში, რომელიც გამოაქვეყნა გამომცემლობამ «Диалог.ТУТ».

სახეთნოპოლიტიკის უფროსმა თქვა, რომ სახელმწიფო „დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ უკრაინაში არც ერთი რელიგიური ორგანიზაცია  არანაირ ამქვეყნიურ კავშირში არ იმყოფება იმ ცენტრებთან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მონაწილეები არიან“.

ელენსკიმ აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისში თეოფანიაში ჩატარებული კრების შემდეგ უმე-მ „გზა დაიწყო მოსკოვიდან“, მაგრამ ვერ დაასრულა ის.

მისი სიტყვებით, უმე-ს იერარქებს თითქოს არ სურთ გამოსვლა რმე-ის ეპისკოპატის შემადგენლობიდან, მისი სინოდიდან, კრებათშორისი მონაწილეობიდან, სინოდალური კომისიებიდან.

თავისი სიტყვების დასტურად, ელენსკიმ დაასახელა „იმ მტკიცებულებების არარსებობა, რომ უმე არ წარმოადგენს რმე-ის ნაწილს“.

ელენსკიმ აღნიშნა, რომ მას არ ესმის, თუ რატომ არ სურს უმე-ს „რმე-ის შემადგენლობიდან გამოსვლა“, ნაცვლად ამისა ის დაკავებულია თავისი იურიდიული დაცვით, მათ შორის აშშ-შიც.

სახეთნოპოლიტიკის უფროსი აგრეთვე ირწმუნება, რომ უმე-სთან დაკავშირებული საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს არც ომის დასრულების შემდეგ, არც სრულიად მართლმადიდებლური კონსენსუსით, ვინაიდან „ასეთი კონსენსსუსი ახლო პერპექტივაში შეუძლებელია“.

როგორც მჟკ იუწყებოდა, სასამართლომ დაავალდებულა სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომ აღძრას საქმე სახეთნოპოლიტიკის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ უმე-ს მორწმუნეთა მიმართ რელიგიური შუღლის გაღვივების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ