უმე-ს სტატუსი აკმაყოფილებს ყველა მის მორწმუნეს,- ეპისკოპოსი ვიქტორი

31 January 2021 23:50
39
ეპისკოპოსი ვიქტორ ბარიშევსკი (კოცაბა). ფოტო: spzh.news ეპისკოპოსი ვიქტორ ბარიშევსკი (კოცაბა). ფოტო: spzh.news

ახალგაზრდობასთან შეხვედრისას ბარიშევკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა მოუთხრო მათ განხეთქილების მიზეზებზე  და იმაზე, რომ უმე-ს სტატუსი სავსებით აკმაყოფილებს ყველა მორწმუნეს.

კიევის მიტროპოლიის ვიკარი, უმე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში და კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტმა, ბარიშევკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) ახალგაზრდობასთან შეხვედრისას  კიევო-პეჩერის ლავრაში განაცხადა, რომ უმე-ს ამჟამად აქვს ისეთი სტატუსი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მის მორწმუნეს, ვისთვისაც ღმერთი და ერთიანობა-უმთავრესია, იუწყება lavra.ua.

"უმნე"-ს აქვს ისეთი სტატუსი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მის მორწმუნეს. მთავარია, რომ ჩვენ გვაერთიანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, "თუ პირველ ადგილზე ქრისტეა, მაშინ სხვა დანარჩენიც თავის ადგილზე იქნება". თუ ჩვენ ცხოვრობთ ეკლესიაში, მაშინ ღმერთი ჩვენთვის უმთავრესია. სადაც არ უნდა დავიბადოთ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი მიწიერი სამშობლო. ყველა ჩვენგანს აქვს სხვადასხვა მემკვიდრეობა, მაგრამ კი არ უნდა დავიყოთ, არამედ უნდა გავერთიანდეთ ქრისტეში, რომ ვიაროთ გადარჩენის გზით,"- განაცხადა მეუფემ.

ეპისკოპოსმა ვიქორმა ახალგაზრდებთან ისაუბრა საეკლესიო განხეთქილების მიზეზებზე უკრაინაში და ასევე ხაზი გაუსვა უმე-ს მმართველობის დამოუკიდებლობას .

"მოსკოვში პატრიარქის არჩევნების შემდეგ კიევის მიტროპოლიტმა ფილარეტმა მკვეთრად შეცვალა თავისი რიტორიკა და ერთპიროვნულად დაიწყო უმე-ს ავტოკეფალიის საკითხის ჩაძირვა. მისი ავტორიტარული ზეწოლის ქვეშ იქნა მიღებული მიმართვა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ავტოკეფალიის დაუყოვნებელ მინიჭებაზე, მაგრამ ჩვენმა ეპისკოპოსებმა სასწრაფოდ დაიწყეს თავისი ხელმოწერების გაუქმება, რისთვისაც მალევე დაისაჯნენ", - განაცხადა მეუფემ.

ეპისკოპოს ვიქტორის სიტყვებით, ნამდვილი მორწმუნეები ყოველთვის გრძნობენ სიცრუეს და უსამართლობას, ამიტომ მიტროპოლიტ ფილარეტს იმ მომენტისთვის ხალხის უმრავლესობა მხარს არ უჭერდა უმე-ს ავტოკეფალიის საკითხში.

"შეგვიძლია მივიღოთ განსხვავებული გადაწყვეტილებები, მაგრამ თუ მათ ეკლესიისათვის არავითარი სარგებელი არ მოაქვთ, ამას უბრალო მორწმუნე ხალხი გრძნობს. და როგორც არ უნდა იყოს თავის თავში დარწმუნებული გავლენიანი ფილარეტი, მას უმრავლესობა მხარს არ უჭერდა",-დაამატა მეუფემ.

როგორც ადრე  მჟკ იუწყებოდა, უმე-ში მოუწოდეს დაფიქრდნენ სულიერ უსაფრთხოებაზე ინტერნეტში ყოფნისას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ