რფ წარმომადგენელმა ეუთოში მოუწოდა, დაფიქსირდეს უმე-ზე თავდასხმის ფაქტები
ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებულ რამდენიმე ინციდენტზე ინფორმაცია ამ მომენტამდე არ ასახულა ეუთოს მოხსენებებში.
2021 წლის 28 იანვარს რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მოუწოდა ეუთოს სპეცმონიტორინგულ მისიას ოპერატიულად დაადგინოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასმის ყველა ფაქტი, იუწყება РИА Новости.
ეუთოს მუდმივი საბჭოს ონლაინ-სხდომაზე ლუკაშევიჩმა მიუთითა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე გაუთავებელ თავდასხმებზე: „იანვარში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 12 და 16 იანვარს ზაპოროჟიეში განხორციელდა თავდასხმები ცივი იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ეპარქიის ორ მღვდელმსახურზე - დეკანოზ ვლადიმერ გუმენიუკზე და დიაკვან გიორგი ჩერპაკოვზე. პირველ შემთხვევაში მღვდელი დაჭრილი იყო თავის საფეთქლის მიდამოში, დაჭირდა ოპერაცია“, - განაცხადა ეუთოში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა.
ლუკაშევიჩმა დაამატა, რომ 18 და 21 იანვარს ხარკოვში ვანდალიზმს ემსხვერპლნენ იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი და წმინდა ვლადიმერის ტაძარი, სადაც შეამტვრიეს კარები, გაიტაცეს რელიგიური სიწმინდეები და შესაწირი.
„სამწუხაროდ, ამ მოვლენებზე ინფორმაცია ამ მომენტამდე არ ასახულა მასმედიის მოხსენებებში. ვიმედოვნებთ, რომ მისია ოპერატიულად დაადგენს ყველა ფაქტს. მოვუწოდებთ მას მანდატის შესაბამისად ჩაატაროს უკრაინის მოვლენების დეტალური მონიტორინგი და მიუთითოს ანგარიშებში შესაბამისი ინფორმაცია“, - ხაზი გაუსვა ლუკაშევიჩმა.