უმე სპიკერი: წლის მთავარი შედეგი-ახალი ტაძრების აშენება მიტაცებულის ნაცვლად
გასული წლის შედეგების შეჯამებისას დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა აღნიშნა,რომ უმე-ს საეკლესიო ცხოვრების შენება საჭიროა პრინციპით, რომელიც აღწერილია ბიბლიურ ნეემიას წიგნში.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების თავჯდომარის მოადგილემ (უმე სსუგ) დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა კომენტარში რესურსთან «Православие.ru» ისაუბრა იმაზე, რომელი მოვლენა იყო უმე-სთვის განსაკუთრებით აღსანიშნავი 2020 წელს და ძალისხმევა პირველ რიგში საით უნდა იყოს მიმართული 2021 წელს. უმე-ს სპიკერის სიტყვებით, მთავარი გამოწვევა უკრაინის მართლმამიდებელი ეკლესიისათვის და ყველა ეკლესიისათვის გასულ წელს გახდა კორონავირუსის პანდემია, რომელმაც გამოიწვია საგარეო-საეკლესიო ცხოვრების პარალიზება, "ამიტომაც მნიშვნელოვანი მოვლენები 2020 წელს არც თუ ისე ბევრი იყო".
ასე, მთვარი მოვლენა უმე-ს ეკლესიის საშინაო ცხოვრებაში,- თვლის მ. ნიკოლაი, გახდა იმ სამრევლოს აღდგენა,რომელიც 2018-2019 წლების კრიზისის მსხვერპლი გახდა.
"2020 წელს მრავალმა უმე-ს სამრევლომ ააშენა ახალი ტაძრები იმათ მაგივრად, რაც მიიტაცეს სქიზმატიკოსებმა,- აღნიშნა მან. - თითქმის ყოველ კვირას ჩვენ ვკითხულობდით ახალ ამბავს იმაზე, რომ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში გროვდებოდა თანხები მშენებლობისთვის, მომავალი ეკლესიებისთვის იყრებოდა საფუძველი, ყველანი ერთობლივად აშენებენ, და მერე აკურთხებენ. და ეს, ჩემი აზრით, იყო მთავარი მოვლენა ჩვენი ეკლესიის შიდა ცხოვრებაში 2020 წელს.
როგორც მღვდელმსახური თვლის, " სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში მშვიდი დრო- ეს უმე-ს განვითარების დროა, და დრო გაღიზიანებულობის, სოციალურ-პოლიტიკური მღელვარების, რევოლუციების და მაიდნების- ეს არის "მეუ"-ს განვითარების დრო. ამიტომ, დაამატა მან, თუ უკრაინაში იქნება დაბალანსებული სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის საკითხებში, მაშინ უმე განვითარდება, "და თუ ისევ დაიწყება ძვრები, ეს იქნება "მეუ"-ს დრო.
"უსიამოვნო სიურპრიზი უმე-სთვის გასულ წელს გახდა მეუ-ს აღიარება კვიპროსის არქიეპისკოპოსის ხრიზოსტომისა და კვიპროსის ეკლესიის სინოდის ნაწილის მიერ, გააგრძელა თავჯდომარის მოადგილემ უმე სსუგ. ოღონდ, აღნიშნა მან, "ამ ფაქტმა არავითარი გავლენა არ მოახდინა უმე-ს შიდა ცხოვრებაზე <...> ჩვენი სქიზმატიკოსების ნაწილობრივმა აღიარებამ კვიპროსის ეკლესიის მიერ არაფერი არ შეცვალა უკრაინის საერთო კონფესიურ ვითარებაში, რადგანაც ამის შემდეგ- და ამის შედეგად- არცერთი სამრევლო ჩვენგამ განხეთქილებაში არ გადასულა.
მღვდელმსახურის აზრით, აქედან შეიძლება დავასკვნათ: მეუ-ს ნებისმიერი პოტენციური აღიარება სხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ უკვე აღარ იმოქმედებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა ცხოვრებაზე.
"ადამიანები დიდი ხანია მიხვდნენ სადაა სიმართლე , და სად სიცრუე, - განმარტა მ. ნიკოლაიმ. -უმე-ში ნამდვილად დარჩნენ ერთგული ადამიანები. და სტრატეგიულ პერსპექტივაშიც კი, ნებისმიერი აღიარება ადგილობრივი ეკლესიების მიერ "მეუ"-ს უკვე ვეღარ უშველის. რამდენადაც, ძირითადად მეუ-სთვის მთავარი და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაღიაროთ ისინი-უმე, როგორც ჭეშმარიტი და ისტორიულად არსებული ეკლესია უკრაინაში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში. <...> ისინი ჩვენგან წავიდნენ, მაგრამ უნდა დაბრუნდნენ. ასეთია საეკლესიო პრინციპი. სქიზმატიკოსები უნდა დაუბრუნდნენ იმ ეკლესიას, რომელიც დატოვეს და არა შექმნან ახალი".
რაც შეეხება უმე-ს საგარეო ცხოვრებას, 2020 წელი აღსანიშნავია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიასთან ინტენსიური ურთიერთობით. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, "ჩვენ გარკვეულწილად თავიდან აღმოვაჩინეთ ჩვენი მართლმადიდებელი ძმები ბალკანეთიდან და დავუახლოვდით მათ. ალბათ ეს იმიტომ მოხდა,რომ გამოწვევები, რომლების დგას სერბული და უკრაინული ეკლესიების წინაშე, ბევრ რამეში მსგავსია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უმე-ს საღვთისმეტყველო და აკადემიურ ცხოვრებაში გახდა საერთაშორისო კონფერენცია "მოწამეთა ეკლესია: დევნა რწმენისთვის და ეკლესია XX საუკუნეში", რომელიც ჩატარდა გასული წლის თებერვალში კიევო-პეჩერის ლავრაში. მ.ნიკოლაის სიტყვებით, "ძალიან კარგია, რომ შევძელით ჩაგვეტარებინა ასეთი მნიშვნელობის წარმომადგენლობითი ფორუმი, რამდენადაც უმე-ს უმეტესი ნაწილი მიმართულია ეკლესიის თავდასხმებისაგან დასაცავად. აქ ჩვენ ვხედავთ აკადემიური მოღვაწეობის საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარებას, რწმენის დევნის აქტუალიზაციას საბჭოთა დროში, ახალი მოწამეების და აღმსარებლების გახსენებას".
"რომ შევაჯამო 2020 წელი და იმედით შევხედო 2021 წელს, მიმაჩნია, რომ უკრაინაში ჩვენ უნდა ავაშენოთ ეკლესიური ცხოვრება პრინციპით, რომელიც აღწერილია ბიბლიურ ნეემიას წიგნში. იქ საუბარია იმ დროებაზე, როდესაც ებრაელები გამოვიდნენ ბაბილონის ტყვეობიდან და დაიწყეს თავისი დედაქალაქის კედლების შენება, ასევე იერუსალიმის ტაძრის. ისინი შრომობდნენ. ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ, თავს იცავდნენ მტრებისგან, რომლებიც თავს ესხმოდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ. სხვა სიტყვებით, ისინი არამარტო იცავდნენ თავს, არამედ აშენებდნენ.
ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესიაც არამარტო თავს უნდა იცავდეს, არამედ ქმნიდეს<...> ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სულიერი ცხოვრების, სამწყსოს საქმიანობის, კონფერენციების ორგანიზებისა და საგარეო ურთიერთობების მხარდაჭერისა და განვითარებისკენ, მისიონერული და საგანმანათლებლო მოღვაწეობისკენ. დიდი სურვილია, რომ ნეემიას მაგალითი კონსტრუქციული ქმედებებისა ებრაელი ხალხის ისტორიაში კრიზისულ დროს ჩვენთვისაც, უკრაინის თანამედროვე საეკლესიო ცხოვრების ერთგვარი მაგალითი გახდეს,"- შეაჯამა დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა.
შეგახსენებთ, ადრე უმე-ს სპიკერმა განაცხადა, რომ ეკლესიის დისკრიმინაცია ზიანს აყენებს ერთიანობას და ერთსულოვნებას უკრაინაში.