სიმონი უმე-ს სულიერებაზე: როგორ შეიძლება ჩვენი მეგობრობა დავივიწყოთ?
უმე-ს ყოფილი მიტროპოლიტის სიმონის სიტყვებით ის ინარჩუნებს ურთიერთობას მხოლოდ მეგობრების ნაწილთან, რომლებიც შემორჩა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდიდან.
მუუ-ს ,,იერარქმა’’ სიმონმა (შოსტაცკი) გაგვიზიარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროინდელი მოგონებები და იმედი გამოთქვა, რომ მეგობრული კავშირის გაწყვეტა, ,,მაინც დროებითია, და მოვა დრო როცა ჩვენ ისევ გავერთიანდებით ადამიანურ და ეკლესიურ’’ურთიერთობებში . ამის შესახებ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიიდან წასულმა ყოფილმა იერარქმა განაცხადა DetectorUA- სთან ინტერვიუში.
როცა იხსენებდა, რომ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში მოხვდა მიტროპოლიტ აგაფანდელის (სავინა) რეკომენდაციითა და კურთხევით, რომელიც მაშინ მეთაურობდა ვინიცის კათედრას, შოსტაცკიმ აღნიშნა , ,,რომ სწორედ იმ პერიოდში ემზადებოდნენ რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის აღსანიშნავად - ეკლესიასა და მის ცხოვრებაში ერთდროეულად დაიწყო ახალი ისტორია, ახალი ეპოქა’’.
მისი სიტყვებით, ის პერიოდი იყო ეკლესიური ენთუზიაზმისა, და სასულიერო სემინარიაში ძირითადად უკრაინიდან ირიცხებოდნენ - ,,არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, მაგრამ დაახლოებით ეს იყო 80 პროცენტზე მეტი’’. და ყველაზე ხშირად - დასავლეთ უკრაინიდან და კარპატებიდან.
,, უკრაინელი სტუდენტების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა აწ გარდაცვლილი მიტროპოლიტის ვლადიმერის (საბოდანა) დროს, მას მერე ტრადიციები დღესაც შენარჩუნებულია რუსეთის რეგიონებში. ეპისკოპოსები, მღვდლები და დეკანოზთა უმრავლესობა უკრაინიდან იყვნენ, მაგრამ ისინი შემდეგ რჩებოდნენ რუსეთში’’ - დაამატა მან.
თავის კურსელებთან მეგობრობაზე საუბრისას შოსტაცკიმ აღნიშნა, რომ მათ შორის ,, არიან ისეთებიც ,რომლებიც ეპისკოპოსები გახდნენ, ზოგი მონასტრის წინამძღვარი გახდა, ზოგი მღვდელი, ზოგმა ოჯახი შექმნა, რომლებთანაც ვინარჩუნებთ (ურთიერთობას ,- რედ.)’’, მაგრამ ბოლო დროს- ,,უმრავლესობა განგვეშორა’’.
«დღესდღეობით (ურთიერთობა, - რედ.) გვაქვს მხოლოდ ერთეულებთან. უმრავლესობა, ასე ვთქვათ განგვეშორა, ჯერ ჯერობით მათთან არ გვაქვს ურთიერთობა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც გვილოცავენ დღესასწაულებს. როგორც მე ყოველთვის ვამბობდი: თუ ახლა ჩვენ არ გვაქვს ლოცვითი ერთიანობა, მაშინ სად უნდა წავიღოთ ის, რასაც ჰქვია ადამიანური ურთიერთობა? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ყველაფერი, რაც გვაკავშირებდა სტუდენტობის წლებში, მონასტერში, ეპისკოპოსობისას, ჩვენი შეხვედრები. ჩვენ მხოლოდ ნაცნობები კი არ ვიყავით, ჩვენ გვაერთიანებდა მეგობრობა. ჩვენი მეგობრობა ითვლის 30 წელს დღემდე. ძალიან სამწუხაროა ბოლო დროს უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, რომელმაც ჩვენ გაგვყო ერთმანეთისგან. », – განაცხადა მეუ-ს იერარქმა, ასევე დაამატა, რომ ,,ეს ყველაფერი მაინც დროებითია, და მოვა დრო, როცა ჩვენ ისევ გავერთიანდებით ადამიანურ, საეკლესიო ურთიერთობებში.
შეგახსენებთ, რომ ადრე მეუ-ს ,,მიტროპოლიტმა’’ სიმონმა (შოსტაცკი) ვინიცის ეპარქიის უმე-ს მღვდელმთავართა უმრავლესობა, რომლებმაც უარი თქვეს მათთან ერთად სქიზმატიკოსებთან გაერთიანებაზე 2018 წელს, შეადარა მოწაფეებისგან მიტოვებულ ქრისტეს.