მრევლი კრემენეცში: ჩემი ქმარი ომში იმისთვის წავიდა, რომ თქვენ ჩვენი ეკლესიები წაგვართვათ?

01 December 2023 14:01
1552
მრევლს, რომლის ქმრებიც ფრონტზე იბრძვიან არ ესმით, რატომ უშვებენ მათ ქმრებს საომრად, თუ ტაძრებს წაართმევენ. ფოტოФБ Карпюк მრევლს, რომლის ქმრებიც ფრონტზე იბრძვიან არ ესმით, რატომ უშვებენ მათ ქმრებს საომრად, თუ ტაძრებს წაართმევენ. ფოტოФБ Карпюк

კრემენეცის წართმეული წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მორწმუნეები ამბობენ, რომ თუ მათი ქმრები დადიან "მოსკოვის" ეკლესიაში, მაშინ რატომ მიჰყავთ ისინი ომში.

ხელისუფლების მხრიდან წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ჩამიორთმევითა და კრემენეცის სასულიერო საწავლებლიდან სტუდენტების გამოძევებით აღშფოტებული მრევლი ამბობს, რომ მათ არ ესმით, რატომ იბრძვიან მათი ქმრები ფრონტზე, თუ მათ სალოცავებს იტაცებენ. ინტერვიუ ფეისბუქზე ჟურნალისტმა ზოია კარპიუკმა გამოაქვეყნა.

„რატომ და ვისთვის წავიდა ჩემი ქმარი საბრძოლველად? – ეკითხება ჟურნალისტს ერთ-ერთი ქალი. – თქვენთვის? თქვენ რომ ტაძრები წაგვართვათ იმისთვის? ის დადიოდა ამ ეკლესიაში (წმ. ნიკოლოზის ტაძარი - რედ.). რა უფლება გაქვთ ტაძარი წაგვართვათ?

”და თქვენ გინდათ თქვათ, რომ მეომარი (უმე-ის მრევლი - რედ.), რომელიც იბრძვის უკრაინის დასაცავად, არ არის უკრაინელი? გინდათ თქვათ, რომ ჩვენ უკრაინელები არ ვართ?“ - კითხულობს მეორე.

„თუ ისინი ამ ეკლესიაში დადიან, მაშინ ნუ წაიყვანენ ომში. თუ ჩვენ „ვლოცულობთ მოსკოვისთვის“, მაშინ რატომ უნდა წავიდეთ ომში?“ - აღნიშნავს მესამე.

ერთ ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ როდესაც 1990 წელს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყო ათეისტური სსრკ-ს შემდეგ, ის იყო ერთ-ერთი პირველი მრევლი აქ, სადაც მის გარდა მხოლოდ 9 ადამიანი ესწრებოდა წირვას.

„მერე რა, მე ახლა უკრაინელი არ ვარ? აქ ეკიდა უკრაინის დროშა, 40 წელი ვზრდიდი ბავშვებს და ვასწავლიდი უკრაინის სიმბოლოების სიყვარულს“, - ამბობს ის.

”უბრალოდ ჩემამდე არ დადის ეს ყველაფერი. რატომ უნდა შეიკრიბოს ამდენი პოლიციის თანამშრომელი ჩვენს მშვიდობიან კრემენეცში და გადაკეტონ ნახევარი ქალაქი. Რისთვის? ვის რა დავუშავეთ?“ - აღშფოთებულია მეორე ქალი.

მრევლის თქმით, უშიშროების ძალებმა ისტორიული შენობების გარდა, ახლად აშენებული შენობებიც მიიტაცა, რომელიც ხელისუფლების მფლობელობაში არ არის.

„ამ კომპლექსის ტერიტორიაზე არის ახალი ყვითელი შენობა. საზოგადოებისთვის უცნობი პირები შემოიჭრნენ, არ წარუდგინიათ თავი, არც დოკუმენტები. ეს შენობა თემის საკუთრებაა, გვაქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი. ეს იგივეა, რაც ჩვენს სახლში შეჭრილიყვნენ“, - ამბობს ერთ-ერთი მრევლი.

მჟკ წერდა, რომ უმე-ის მღვდლის თქმით, ჩვენს ისტორიაში არ მომხდარა, რომ სტუდენტები ღამით სიცივეში გარეთ გამოეგდოთ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ