ეპიფანეს და ფილარეტს იმდენი ბერი არ ყავს,უმე-ს ლავრაში დაასახლონ-კურაევი
პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა შესთავაზა მეუ-ს არ "იბრძოლონ ქვებისთვის და წარსულისთვის და დაუტოვონ უკრაინული ლავრები "დინოზავრებს".
არც ეპიფანეს და არც ფილარეთს არ ჰყავს იმდენი ბერი, რომ დაასახლონ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში მყოფ ლავრებში. ამაზე განკვეთილი რმე კლირიკი ანდრეი კურაევი ამბობს ინტერვიუში "გლავკომთან".
პასუხობს რა შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს მეუ-ს მომხრეების მხრიდან სამი უკრაინული ლავრის თაობაზე, რომლებსაც "აკონტროლებს მოსკოვის საპატრიარქო" და ამაშია უსამართლობა", კურაევმა შესთავაზა "არ შეეხონ, რაც უკვე დამკვიდრებულია".
"რადგანაც ეს არა მხოლოდ არქიტექტურაა, ეს ადამიანებია. სრულიად გასაგებია, რომ არც ეპიფანეს არც ფილარეტს არ ყავს იმდენი ბერი, რომ დაასახლოს ისინი ამ უზარმაზარ კომპლექსებში. და რატომ უნდა დაინგრეს ის, რაც მუშაობს. სულ ცოტა ცუდად, მაგრამ მუშაობს,"-განმარტა მან.
კურაევის აზრით, "უკრაინის ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ ტაძრების კონფლიქტების გამო, რომელიც იყო- ეს კონფლიქტები სოფლის დონეა და არა სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია".
"ლავრები ექსტერიტორიულია <...> და საერთოდ, რისთვისაა საჭირო ბრძოლა ქვებისთვის და წარსულისთვის? მოდით შექმენით ახალი! არა, ახალი ეკლესია-მონასტრები კი არა, არამედ ჩვენი რწმენის ახალი ხატი. რატომ უნდა იყოს ქრისტიანული რწმენის მთავარი სიმბოლო დაუქორწინებლების საერთო საცხოვრებელი? "ამით გაიგებს ყველა, რომ თქვენ ჩემი მოწაფეები ხართ",- თქვა ქრისტემ. და რა დაასახელა მან განმასხვავებელ ნიშნად? იმით, რომ თქვენ დაუქორწინებელი ხართ? იმით, რომ დადიხართ შავ კაბებში და ატარებთ უცნაურ სახელებს? არა, ნათლად იყო ნათქვამი- იმით, რომ "გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის". ასე რომ შეეცადოს ეპიფანე შექმნას თავისი ტაძრისაგან ხატი სიყვარულის და მზრუნველობის, მოწყალების და მსახურების,"- დაარიგა კურაევმა.
რაც შეეხება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლავრას, მან გვირჩია "იცხოვრონ იქ მიტროპოლიტ პავლეს მაგვარმა დინოზავრებმა."
"აცალეთ მკვდრებს დამარხონ თავიანთი მკვდრები. არ იომოთ მათთან. მაგრამ თქვენ შექმენით ისეთი დასახლება, სადაც არ იქნება ღარიბი და დავიწყებული ადამიანები. დაე შენი სამოსელი სავსე იყოს ხვრელებით, ხოლო გული ოქროთი. მაშ რისთვისაა საჭირო ჩხუბი, ათასი წლის წინანდელი ატრიბუტების გამო? შექმენით დღის ახალი განრიგი,"-შეაჯამა რმე მსახურებისაგან განდგომილმა პროტოდიაკონმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ მეუ-ს მეთაურმა ეპიფანე დუმენკომ განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა მიაღწევს თავის განკარგულებაში გადმოვიდეს პოჩაევოს და კიევო-პეჩერის ლავრები.