ზორიამ განმარტა, რატომ ასწავლიან ქალებს მეუ-ში დიაკონის მსახურებას
ევსტრატი ზორიამ დაადანაშაულა "მეუ-ს მტრები" "ძველი ვიდეოს გავრცელებაში, სადაც ჩანს გოგონა საცეცხლურით ხელში".
მეუ-ს სპიკერი ევსტრატი ზორია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა სკანდალურ ვიდეოს წმინდა მიქაელის მონასტრის ტაძრიდან, სადაც "მღვდელი" ასწავლის გოგონას საცეცხლურის ხელში პყრობას.
ზორიას თქმით, „მეუ-ს მტრები ცდილობენ გაავრცელონ ძველი ვიდეო, გოგონა საცეცხლურით ხელში“. ის ირწმუნება, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა, რადგან გოგონამ ეკლესიაში საკმეველი აკმია და დიაკვნის შეძახილები წარმოთქვა „არა მსახურობის (ზირიას capslok - რედ.) დროს“.
ზორიამ განმარტა, რომ იმ დროს მასწავლებელი ეკლესიაში ატარებდა პრაქტიკულ გაკვეთილებს ლიტურგიაზე.
„მასწავლებელმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველა მოსწავლემ დავალებები ერთნაირად უნდა შეასრულოს, ამიტომ დაავალა პრაქტიკული სავარჯიშო სტუდენტ ქალს“, - თქვა ზორიამ.
მეუ-ს სპიკერის თქმით, მასწავლებელმა „აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და მოსწავლისთვის არ უნდა მიეცა ასეთი პრაქტიკული დავალება“.
ზორიამ პირობა დადო, რომ გოგონა "ტაძარში საკმეველს აღარ აკმევს".
”აშკარაა, რომ ვინც უბრალოდ ეძებს მიზეზს, ჩირქო მოსცხოს მეუ-ს ,არ აინტერესებს სინამდვილეში რა მოხდა”, - დაასკვნა ზორიამ.
მჟკ წერდა, რომ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ასწავლის მეუ-ს სასულიერო პირი გოგონას ეკლესიაში დიაკვნის მსახურებას.