რუსეთის ფსსს:ფანარის მისიაა-აშშ-ს მითითებით დაასამაროს მართლმადიდებლობა

20 January 2021 14:30
44
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ფოტო: Пресс-служба МИД РФ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ფოტო: Пресс-служба МИД РФ

პანდორას ყუთმა, რომელიც გახსნა პატრიარქმა ბართლომემ, უკვე გამოიწვია განხეთქილება კვიპროსის ეკლესიაში და დუღილი სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში, განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეს მისიაა-აშშ-ს მითითებით დაასამაროს მართლმადიდებლობის გავლენა მსოფლიოში. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ორშაბათს, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც კომენტარი გაუკეთა ფანარის მეთაურის ქმედებებს და მის თანამშრომლობას აშშ-სთან, იტყობინება  ТАСС..

"მე ვფიქრობ, რომ პანდორას ყუთმა, რომელიც ბართლომემ გახსნა,უკვე მიიყვანა განხეთქილებამდე კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია და დუღილამდე სხვა მართმადიდებელი ეკლესიები. მისი მისიაა, როგორც ჩანს, რომელიც მას მოუმზადეს ამერიკელებმა- და ისინი ამას არ მალავენ, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დევიზით- ეს ნიშნავს მართლმადიდებლობის გავლენის დასამარებას თანამედროვე სამყაროში.

შეგახსენებთ, რომ ადრე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) აცხადებდა, რომ განხეთქილება მართლმადიდებელ სამყაროში ინსპირირებულია აშშ-ს ხელისუფლების მიერ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ