რუმინეთის პოზიცია უმე-ს მიმართ არ შეცვლილა, - პატრიარქ დანიელის მრჩეველი

17 January 2021 19:10
16
პატრიარქი დანიელი. ფოტო: orthochristian.com პატრიარქი დანიელი. ფოტო: orthochristian.com

რუმინეთის პატრიარქ დანიელის პირადი მრჩეველი აცხადებს, რომ არ იცის, რა ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა დუმენკო მეუ-ს აღიარებას რუმინეთის ეკლესიის მხრიდან.

2021 წლის 15 იანვარს რუმინეთის პატრიარქის დანიელის მრჩეველი მიხაილ ტიცა აცხადებს, რომ რუმინეთის ეკლესიის პოზიცია მეუ-ს აღიარების საკითხში არ შეცვლილა, იუწყება გამომცემლობა Orthochristian.

გამომცემლობამ მიმართა მამა მიხაილს თხოვნით კომენტარი გაეკეთებინა დუმენკოს განცხადებაში იმაზე, რომ რუმინეთის ეკლესია მზადაა აღიაროს მეუ.

მღვდელი მიხაილ ტიცა, უნეტარესი პატრიარქის რუმინეთისა დანიელის მრჩეველი საერთაშორისო და ეკლესიაღაშორის ურთიერთობების საკითხში, აცხადებს, რომ არ იცის "რა ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს მეუ-ს მიტროპოლიტი ეპიფანე მომავალი ურთიერთობების შესახებ რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან."

მისი სიტყვებით, "ჩვენი ეკლესიის პოზიცია მანამდე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეყრდნობა მის წინა გადაწყვეტილებას."

ამასთან, მღვდელმსახურმა დაამოწმა 2018 წელს მიღებული რუმინეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება, რომელშიც სინოდი "იმეორებს თავის 2018 წლის  24 მაისის რეკომენდაციებს მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოსათვის, ერთად მივიდნენ გადაწყვეტილებამდე რწმენაში ერთიანობის შენარჩუნებით და საწყმსოს ადმინისტრაციული თავისუფლებით."

ერთი წლით ადრე მღვდელი მიხაილ ტიცა აცხადებდა, რომ "გადაწყვეტილება ამ ახალი "ეკლესიის" შესახებ მართლმადიდებელ სამყაროში და ყველა მისი (გადაწყვეტილების) შესაძლო შედეგებზე უნდა მიიღოს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, და არა ერთი ადამიანის მიერ, თუნდაც ეს პიროვნება იყოს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი''.

ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ დუმენკომ დაასახელა ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც მზადაა მეუ-ს აღიარებისათვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ