დუმენკომ მოგებულ სასამართლოებზე იცრუა- უმე იურიდიული განყოფილების უფროსი

16 January 2021 18:16
17
დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: fraza.com დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: fraza.com

დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა აღნიშნა,რომ ყველა სასამართლო ინსტანციის გავლას მინიმუმ სამი წელი სჭირდება, ამიტომ დუმენკოს სიტყვები  უმე მოგებული სასამართლოებზე სიცრუეა.

უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა განაცხადა, რომ სერგი (ეპიფანე) დუმენკოს სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესია იგებს პრაქტიკულად ყველა სასამართლოს უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიასთან სიცრუე და მანიპულაციაა, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი.

დეკანოზ ალექსანდრეს სიტყვებით, „იმაზე ლაპარაკი, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესია „იგებს“ სასამართლოებს მანიპულაციაა. ვინაიდან ამ წლის განმავლობაში სასამართლოებში უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის წართმეული ტაძრების შესახებ განიხილებოდა საკითხი იმ კუთხით, თუ რომელ სასამართლოებში განიხილავდნენ საქმეებს. სხვა სიტყვებით, რომელ იურისდიქციაში განიხილება საქმეები - ადმინისტრაციულში, სამოქალაქოში თუ სამეურნეოში“.

„ეს კი ნიშნავს, რომ სასამართლოებში არც დაუწყიათ საკითხის განხილვა უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის ტაძრების მიტაცების შესახებ. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ სერგეი დუმენკოს მომხრეები დღეს იგებენ „ყველა საქმეს“ სასამართლოში სიცრუეა!“, - ხაზი გაუსვა დეკანოზმა ალექსანდრემ.

უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „სასამართლოებში, სადაც შეუდგნენ უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის ტაძრების მიტაცების  საქმეების განხილვას, ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ყველა სასამართლო ინსტანციის გავლას ჭირდება როგორც მინიმუმ სამი წელი და შეიძლება მეტიც“.

ამავდროულად მან შეგვახსენა, რომ „შარშანდელი წლის განმავლობაში სერგეი დუმენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის სამრევლოებს არ სურთ უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიაში გადასვლა სასამართლო დავისა და გარკვეული იურიდიული მიზეზების გამო“. „როგორც კი მოვიდა ახალი წელი, ყველა სასამართლო დავა უცებ მოიგეს! სასწაულია!“ - აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ დუმენკომ განაცხადა, თითქოს  უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესია იგებს ყველა სასამართლოს უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიასთან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ