ისევ ცდილობენ მიტროპოლიტი ფეოდოსი წინასწარი გამოძიების იზოლატორში გამოკეტონ

11 November 2023 15:26
1366
მიტროპოლიტი ფეოდოსის გამოსვლა გაეროს სხდომაზე. ფოტო: cherkasy.church.ua მიტროპოლიტი ფეოდოსის გამოსვლა გაეროს სხდომაზე. ფოტო: cherkasy.church.ua

დაცვის მხარე თვლის, რომ ახალი სასამართლოსა და დაპატიმრების საფრთხე არის ზეწოლა მეუფეზე გაეროში გამოსვლის გამო.

2023 წლის 13 ნოემბერს, ორშაბათს, 11:00 საათზე ქ. ჩერკასის სოსნოვის რაიონულ სასამართლოში დაგეგმილია სასამართლოს მორიგი სხდომა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ ფეოდოსიაზე. როგორც ცნობილი გახდა მჟკ-თვის, ჩერკასის სამხარეო პროკურატურამ უუს-თან თანამშრომლობით სასამართლოს მორიგი შუამდგამლობით მიმართა მიტროპოლიტ ფეოდოსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის დაპატიმრების (წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების) შეცვლის მოთხოვნით.

ამდენად, მიიღო რა უარი კიევის სვიატოშინის რაიონულ სასამართლოში მიტროპოლიტ ფეოდოსიის დაპატიმრებაზე უარის შესახებ, ბრალდების მხარე ცდილობს სასამართლოს ჩერკასში ჩატარებას.

დაცვის მხარის აზრით, პროკურატურის ეს  იურიდიულად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლის, დაშინებისა და მიტროპოლიტ ფეოდოსიზე ანგარიშსწორების მცდელობა მისი სამართალდამცავი საქმიანობის გამო, პირველ რიგში - გაერო-ში ადამიანის უფლებების საბჭოზე უმე-ს დაცვის გამოსვლისთვის.

მღვდელმთავარ-უფლებადამცველის არამართლზომიერი დაპატიმრების შემთხვევაში, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ამზადებს შუამდგომლობას სიტუაციაში გაეროს უფლებადამცველების მდგოამრეობის შესახებ საკითხის სპეცმომხსენებლის (მანდატურის) მხრიდან ჩარევის თაობაზე.

ადრე მჟკ წერდა, რომ სასამართლომ კიდევ ორი თვით დატოვა შინაპატიმრობაში მიტროპოლიტი ფეოდოსი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ