პოლიცია უგულებელყოფს სასამართლოს უამრავ გადაწყვეტილებას ლავრაში მომხდარი დანაშაულების გამოსაძიებლად

10 November 2023 19:58
737
დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი. ფოტო: СПЖ დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი. ფოტო: СПЖ

კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატის თქმით, „პოლიცია ასრულებს სისტემის ბრძანებას და რეალურად ხელს უწყობს უკანონო ქმედებებს უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ“.

პეჩერის რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები არ ასრულებენ სასამართლოს მიერ მიღებულ უამრავ გადაწყვეტილებას ანტიეკლესიურად განწყობილი „აქტივისტების“ წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ უმე-ის მსახურებას კიევ-პეჩერის ლავრასთან და მორწმუნეებს შეურაცხყოფენ. ამის შესახებ ლავრის ადვოკატმა, დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა ისაუბრა.

მისი თქმით, მონასტრის ადვოკატებმა უკვე შეიტანეს 20-ზე მეტი განცხადება პოლიციაში „აქტივისტების“ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (რელიგიური რიტუალების ხელის შეშლა) და 161-ე (რელიგიური სიძულვილის გაღვივება და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა) მუხლებით, მაგრამ პოლიცია სისხლის სამართლის საქმეებს არ ხსნის. ამიტომ ადვოკატები იძულებულნი არიან მიმართონ სასამართლოს სამართალდამცავების უმოქმედობის შესახებ საჩივრებით.

„მოსამართლეები აღიარებენ პოლიციის უკანონო უმოქმედობას და ავალდებულებენ შეიტანონ ინფორმაცია წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს საგამოძიებო სასამართლოს ხუთზე მეტი გადაწყვეტილება, რომლებიც არ არის აღსრულებული პეჩერსკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ’’. - ამბობს მამა ნიკიტა.

მან აღნიშნა, რომ პროცედურების მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ ინფორმაცია წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში შეაქვთ მხოლოდ გამომძიებლებს. „პოლიციის სხვა თანამშრომლებს ამის უფლება არ აქვთ. მაგრამ სასამართლოს განჩინებებს რატომღაც რაიონული ინსპექტორები აწერენ ხელს და ეს მასალები გამოძიებას უნდა გადასცენ და მერე სადღაც პოლიციის განყოფილებაში იკარგება. ეს არის მანიპულაციები, რათა რეალურად არ აღსრულდეს სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განმარტა ადვოკატმა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ლავრას ადვოკატები ახლა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს განცხადებებს ამზადებენ.

გარდა ამისა, მამა ნიკიტას თქმით, როდესაც სისხლის სამართლის საქმე არის რეგისტრირებული, გამომძიებლები, სხვადასხვა საბაბით, არ აწვდიან ამ საქმეების მასალებს ადვოკატებს განსახილველად.

„ეს ყველაფერი ფიქსირდება, ჩვენ შეგვაქვს შესაბამისი საჩივრები“, - განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, მონასტრის დამცველები მიმართავენ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, „რადგან პოლიცია რეალურად არ იცავს ე.წ. აქტივისტების მიერ დარღვეულ დაზარალებულთა - უმე-ის მორწმუნეების უფლებებს. ”

ადვოკატის თქმით, „პოლიცია ახორციელებს სისტემურ დაკვეთას და რეალურად ხელს უწყობს უკანონო ქმედებებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების წინააღმდეგ“.

„რა კანონიერ უზენაესობაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა რეალურად ყოველდღე ვაფიქსირებთ უკანონო ქმედებებს - ისინი იწერება ვიდეოზე, სათანადოდ არის დოკუმენტირებული - პოლიცია შეგნებულად თავს არიდებს უშუალო მოვალეობის შესრულებას? – ხაზს უსვამს მამა ნიკიტა. „პოლიცია, ალბათ, ასრულებს ბრძანებებს, რათა არ მოხდეს ამ „აქტივისტების“ სამართლიანი და კანონიერი დევნა.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ „ჩვენ ვხედავთ სრულიად განსხვავებულ მიდგომას ჩვენი სასულიერო პირების მიმართ: როგორც კი უმე-ის სასულიერო პირი გამოთქვამს თავის აზრს მეუ-ს წარმომადგენლების მიმართ, ის მაშინვე იღებს ეჭვმიტანილის ცნობას, ბრალს სდებენ და იწყება დევნა“.

მჟკ წერდა, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს პეჩერის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატის კიდევ ერთი საჩივარი სამართალდამცავების უმოქმედობასთან დაკავშირებით და დაავალდებულა რაიონულ პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაეწყო, ლავრის ტერიტორიაზე მსახურების ჩაშლის მცდელობისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ