ისრაელი ცვლის კანონს გარდაცვლილი ლგბტ ჯარისკაცების ოჯახისთვის კონპენსაციის გადახდის შესახებ
ისრაელის ხელისუფლებამ ლგბტ ჯარისკაცებს და მათ პარტნიორებს „ოჯახის“ სტატუსი მიანიჭა, რათა მათი გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახმა სახელმწიფოსგან დახმარება მიიღოს.
2023 წლის 6 ნოემბერს ისრაელის პარლამენტმა შეცვალა კანონი ოჯახის შესახებ, რომელიც მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანზე დაქორწინებულ ქალს ან კაცს ცნობდა ქვრივად. ინფორმაციას ავრცელებს The Jerusalem Post.
ცვლილებების მიღების შემდეგ კანონი ითვალისწინებს ქვრივად აღიარონ პირები, ვისი ერთსქესიანი პარტნიორებიც დაიღუპნენ საომარი მოქმედებების დროს.
ასევე, ფრონტზე დაღუპული ლგბტ ჯარისკაცების პარტნიორებს შეეძლებათ სახელმწიფოსგან იგივე შეღავათები და ანაზღაურება მიიღონ, რასაც ტრადიციული ოჯახები იღებენ.
კანონში შესაბამისი ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც ისრაელის თავდაცვის ლეიტენანტი საგი გოლანი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. ცნობილია, რომ ის ჰომოსექსუალი იყო და მამაკაცზე, ომარ ოჰანესზე დაქორწინებას აპირებდა.
როგორც მჟკ იტყობინება, ვატიკანმა ლგბტ პირებს მონათვლის ნება დართო.