რმე - ის წინამძღვარი ირწმუნება, რომ ფანარიონმა მეუ აღიარა ზეწოლის ქვეშ

08 January 2021 16:42
44
მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქი კირიკი. ფოტო:  Риа Новости მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქი კირიკი. ფოტო: Риа Новости

ფანარიონმა უკრაინაში დანაშაული ჩაიდინა, და არა შეცდომა , ხაზგასმით თქვა პატრიარქმა კირილმა.

რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი უწმინდესი პატრიარქი კირილი დარწმუნებულია , რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეუ აღიარა ზემდგომი ძალების ზეგავლენით . ამის შესახებ მან განაცხადა ტრადიციულ საშობაო ინტერვიუში, რომლის ტექსტიც გამოქვეყნებულია საიტზე Патриархия.ru 2021 წლის 7 იანვარს.

«ფანარიონმა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ ჩაიდინა დანაშაული, მე ამას ვამბობ დარწმუნებით, – თქვა პატრიარქმა კირილმა. – სხვისი აზრითა და სხვისი სიტყვებით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩაიდინა ის,რაც ჩაიდინა. მე შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს: სხვისი, რადგანაც ვფლობ ინფორმაციას იმაზე, რომ პატრიარქი ბართლომე იმყოფება მრავლისშემძლე პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ.».

მან შეგვახსენა, რომ ფანარიონის მდგომარეობა თურქეთში ,,ძალიან რთულია''.

«მუდამ ვლოცულობთ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, რადგანაც გვესმის, რომ მისთვის ადვილი არ არის პატრიარქის მოვალეობის შესრულება , – დაამატა რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა. – მაგრამ , მითუმეტეს, რაღაც მომენტში - არაფრის სწავლება არ მინდა ჩემი ძმისთვის, რაღაც მომენტში, შეიძლება, საჭიროა გამბედაობის მოკრეფა, იმისათვის რომ მრავლისშემძლე ძალებსაც კი ვუთხრათ "არა". ვფიქრობ, ეს პატრიარქმა არ თქვა და ჩაება კონფლიქტში».

მისი ლოგიკა ,ვინც სათავეში ედგა ფანარიონს და კონფლიქტის ინსპირირება მოახდინა , პატრიარქი კირილის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ «წაგლიჯონ რუსეთს, მართმადიდებელი ძმები და დები ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ახლო აღმოსავლეთში».

«იმიტომ რომ, მათი აზრით, ძალიან დიდ როლს თამაშობდა და თამაშობს მართმადიდებლობა, სულიერ და კულტურულ საკითხებში , თუ არ გაწყვეტენ მართმადიდებლურ კავშირებს , სხვა ვერანაირი გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით ვერ მოსპობენ ამ სულიერ ერთიანობას ქრისტიანებს შორის . ამიტომაც მატივი აზრია ჩადებული: მოგლიჯონ მართმადიდებელი რუსეთი საბერძნეთს, არაბულ სამყაროს , ახლო აღმოსავლეთს, რომ შეასუსტონ მართმადიდებლობა», – ახსნა რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა და დაამატა, რომ მსგავსი ტიპის მცდელობები შემდგომშიც გაგრძელდება.

ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა კირილმა კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარს მოუწოდა გადახედოს მეუ - ს  აღიარებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ