ფანარიონის მღვდელმონაზონი ფილიპინებზე მრევლთან ერთად რმე-ს შეუერთდა

31 December 2020 17:06
28
ო.ფილიმონი (კასტრო) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან გადავიდა რმე-ში. ფოტო: facebook-страница священнослужителя ო.ფილიმონი (კასტრო) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან გადავიდა რმე-ში. ფოტო: facebook-страница священнослужителя

ჰონკონგისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კონსტანტინოპოლის მიტროპოლიტმა პმე-ში მღვდელმსახურის გადასვლაზე პასუხად სამწყო დაიცვა„არაკანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიებისგან“

ფილიპენზე მოღვაწე კონსტანტინოპოლის პატრიარქატის ხუთი კლირიკიდან ერთადერთი მღვდელმონაზონი შეუერთდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ფილიმონთან (კასტრო) ერთად იურისდიქცია შეიცვალა მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი სამი მართლმადიდებლური მრევლიდან ერთმა, გვამცნობს  orthochristian.com

„ჯვართამაღლების მართლმადიდებლური ეკლესია ამჟამად წარმოადგენს „უფლის ღირსეული და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების“ მართლმადიდებლურ ტაძარს, რომელსაც წინამძღოლობას უწევს ო. ფილიმონი კასტრო მანილა-ხანოის რუსული მართლმადიდებლური ეპარქიის მიტროპოლიტ პავლესა და სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსაველთ აზიის მიტროპოლიტ სერგის ბრძანებით, მოსკოვისა და მთელი რუსეთოს წმინდა პატრიარქ კირილის ლოცვა-კურთხევით. დიდება უფალს“ - დაწერა ო. ფილიმონმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე 2020 წლის 23 დეკემბერს.

წინა დღეს, 22 დეკემბერს, ჰონკონგისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა (კონსტანტინოპოლის პატრიარქატი) გამოაქვეყნა კომუნიკე, რომელშიც განაცხადა, რომ ო. ფილიმონი ჩამოშორებულია მსახურებისგან და მას „არა აქვს უფლება გამოვიდეს მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრის სახელით“.

ამასთან დაკავშირებით, ფანარიონის იერარქმა ამცნო სამწყსოს, რომელიც ცხოვრობს ფილიპინებზე, „არაკანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიების“ საშიშროების შესახებ.

ამავე კომუნიკეში კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მიტროპოლიტმა განაცხადა კიდევ ერთი მღვდელმსახურის - მღვდელმონაზონ ფელიპეს (ბალინგიტის) „არაკანონიკურობის“ შესახებ, რომელიც წარმოადგენს საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს.

ადრე მჟკ წერდა, რომ ფილიპინებზე აკურთხეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პირველი ტაძარი.

შეგახსენებთ, რომ წინა დღით, რმე-ს შეუერთდა ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი იოანე ფორტომასი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ