კვიპროსის მეთაური: ნიკიფორე და ათანასე უკმაყოფილოები არიან

03 January 2021 21:27
42
არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი. ფოტო: politis.com.cy არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი. ფოტო: politis.com.cy

არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსმა გააკრიტიკა  იერარქები,რომელთაც არ ცნეს მეუ და დაანაშაულა ისინი,რომ მათ „არ დაივიწყონ“ თავიანთი მარცხი კვიპროსის ეკლესიის არჩევნებზე 2006 წელს

2020 წლის 28 დეკემბერს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა გამოცემა “Politis”-თვის მიცემულ ინტერვიუში კიკოსის მიტროპოლიტ ნიკიფორეს და ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს ბრალი დასდო იმაში, რომ მათ გააკრიტიკეს ის დუმენკოს აღიარებისთვის „გაბოროტებით“, რამდენადაც მათ „არ დაავიწყდათ“ მარცხი 2006 წელს კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის არჩევნებზე.

„არავის არ დავიწყებია, რომ არა ერთ-ერთი მათგანი გახდა არქიეპისკოპოსი, არამედ მე. აი, სადაა ყველაფრის დასწყისი“ - განაცხადა კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა.

არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა, რომ „უთხრა წმინდა სინოდს დარჩენილიყო ნეიტრალური“ („უკრაინის საკითხზე“-რედ.), რადგანაც შესაძლოა, მე ვიყავი ერთადერთი, რომელსაც შეეძლო ჩარევა, რათა დაეახლოვებინა კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მოსკოვი“.

მისი სიტყვებით, მიტროპოლიტებმა ნიკიფორემ და ათანასემ არ მიიღეს მისი გადაწყვეტილებები მეუ-ს „გაბოროტებით“ აღიარების შესახებ.

მან ასევე განაცხადა, რომ მიტროპოლიტმა ნიკიფორემ თითქოსდა ორჯერ შეურაცხყო ის. „ ამის შემდეგ შემიძლია მას (მიტროპოლიტე ნიკიფორეს - რედ.) სულელი ვუწოდო?“ - ჰკითხა კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა ჟურნალისტს.

არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა, რომ კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის პოსტზე არჩევნების წინა ღამეს მან დაურეკა მიტროპოლიტ ნიკიფორეს და მას კანდიდატურის მოხსნა შესთავაზა.

„მე დავურეკე კიკიის მიტროპოლიტს არჩევნების წინა ღამეს და ვუთხარი: „ მინდა, რომ ხვალ ხმა მომცეთ მე და მე განცხადებას გავაკეთებ დღეიდან გადადგომის შესახებ. დავწერ თხოვნას განთავისუფლების შესახებ, ხელს მოვაწერ მას წითელი მელნით და შესანახად გადმოგცემთ. თუმცა, მინდა, რომ მხარი დამიჭიროთ და ერთ წელიწადში წავალ“, - განაცხადა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა.

თუმცა,  მიტროპოლიტმა ნიკიფორემ მოცემული წინადადება უარყო, რაზეც არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა უპასუხა, რომ შეთანხმდება მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელს და „გააგდებს“ მიტროპოლიტე ნიკიფორეს.

მისი სიტყვებით, მან პირობა დადო, რომ  იმ შემთხვევაში, თუ ის არ გახდება კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი, დაეხმარება მიტროპოლიტ ათანასეს ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაში: „მე ვუთხარი მას, რომ მას მეტი შანსი აქვს იყოს არჩეული, მაგრამ ვიცოდი, რომ მე მეტი შანსი მქონდა“. 2006 წელს კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი გახდა არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი.

ადრე, მჟკ წერდა, რომ კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი უარყოფს,  რომ ის და ფანარიონის მეთაური ფულს ართმევდნენ აშშ-ს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ