დუმენკო: მეუ იბრძოლებს კიევო-პეჩერისა და პოჩაევოს ლავრების გადაცემისთვის
მეუ-ს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ მის სტრუქტურას არ სურს მტრობა და დაპირისპირება,მაგრამ დგამს აუცილებელ ნაბიჯებს, რომ წაართვას უმე-ს კიევო-პეჩერისა და პოჩაევოს ლავრები.
2020 წლის 24 დეკემბერს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა ეპიფანე დუმენკომ განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა იბრძოლებს, რომ მიაღწიოს პოჩაევოსა და კიევო-პეჩორის ლავრების მის განკარგულებაში გადაცემას. ამის შესახებ დუმენკო იუწყებოდა თავის Facebook გვერდზე.
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის სიტყვებით, „უკრაინელი ხალხის სიწმინდეები, ისეთი, როგორიც პოჩაევოსა და კიევო-პეჩერის ლავრებია, იმათი კონტროლის ქვეშაა, ვისაც მმართველი ცენტრი აგრესორ ქვეყანაში აქვს“, „სახელმწოფოზეა დამოკიდებული, გადასცემენ მათ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას თუ არა“.
დუმენკო ამტკიცებს, რომ მის სტრუქტურას, რომელმაც 120-ზე მეტი ტაძარი წაართვა კანონიკურ ეკლესიას, არ სურს მტრობა და დაპირისპირება, მხოლოდ „სამართლიანობა და მშვიდობა“, ადრე თუ გვიან „უნდა გადაწყდეს“ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „მშვიდობიანი გზით“ ლავრების გადაცემის საკითხი.
ახლადშექმნილი სტრუქტურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჩვენ „როგორც ეკლესია აუცილებელ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს არ მიეცეს დავიწყებას“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „საპატიო პატრიარქი“ ფილარეტ დენისენკო ყვებოდა, როგორ უნდა მოხდეს ლავრების წართმევა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.