პოროშენკომ უკრაინაში რელიგიური ექსტრემიზმი გააჩაღა, - პოლიტოლოგი
ფონდის „უკრაინის პოლიტიკა“/UP Foundation ექსპერტებმა მოახდინეს უკრაინაში ექსტრემიზმის გამოვლინებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
უკრაინაში იშვიათი არაა ექსტრემიზმის შემთხვევები, მათ შორის რელიგიური ექსტრემიზმის, მაგრამ ამასთან, არ ასებობს კანონი, რომელიც გაითვალისწინებდა მასთან ბრძოლას. ამის შესახებ განაცხადა ფონდის „უკრაინის პოლიტიკა“/UP Foundation ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინე ბონდარენკომ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა ექსტრემიზმს ქვეყანაში. ვიდეო-კონფერენცია გამოაქვეყნა „პერში კოზაცკიმ“.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არ არსებობს ცნების „ ექსტრემიზმი“ იურიდიული გაფორმებაც კი, თუმცა თავად მოვლენას აქვს ადგილი.
კერძოდ, განმარტა მან, საქმე ეხება რელიგიურ ექსტრემიზმს - ტაძრების მიტაცებასა და დაპირისპირებას სხვადასხვა რელიგიურ თემს შორის. ასევე ხშირია ეთნონაციონალური ექსტრემიზმის გამოვლინებებიც, რომელიც ეფუძნება ქსენოფობიას.
„ისეთი პირის საქმიანობა, როგორიცაა პეტრე პოროშენკო და მისი პოლიტიკური ძალები - მხოლოდ უწყობდა ხელს რელიგიური ექსტრემიზმის გაჩაღებას. იმისათვის, რომ მეხი არ გავარდეს, უკვე ახლა არის საჭირო მთელი რიგი კვლევის გაკეთება, მეთოდოლოგიური, საკანონმდებლო ბაზის შექმა ექსტრემიზმთან ბრძოლისთვის, რათა მომავალში ის არ გახდეს მთავარი პრობლემა უკრაინისთვის“, -ხაზი გაუსვა კონსტანტინე ბონდარენკომ.
ფონდის ექსპერტების მიერ ატარებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის (2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე) განმავლობაში უკრაინაში დაფიქსირდა რელიგიური ექსტრემიზმის 25 შემთხვევა: ესაა ტაძრების მიტაცება, თავისუფალი აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, ჩარევა საეკლესიო საქმეებში საზოგადოებრივი და პოლიტიკლური ორგანიზაციების მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ ადრე კონსტანტინე ბონდარენკომ კომენტარი გაუკეთა ხელისუფლების საარჩევნო მიდგომას, რომელმაც უარი უთხრა უმე-ს შესაძლებლობაში ჩაატაროს ღვთისმსახურება კიევის სოფიაში, ხოლო მეუ-ს კი- ნება დართო.