ესპანეთში რკე-ის ეპარქია ტაძრის ტერიტორიას ბანკეტებისთვის აქირავებს
რკე-ის ეპარქიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ, ვინც საკათედრო ტაძრის ეზოს ბანკეტისთვის იქირავებენ, პატივი უნდა სცენ მსახურებას და არ იხმაურონ.
ესპანეთის ალმერიის კათოლიკური ეპარქია საკათედრო ტაძრის მოედანს ბანკეტებისა და სხვა ღონისძიებებისთვის ხელმისაწვდომს ხდის, იუწყება infovaticana.com.
ეპარქია საკათედრო ტაძრის ეზოს აქირავებდს. „კათედრალი ყოველთვის ღია იყო გარკვეული ღონისძიებების ჩასატარებლად. 500 წლის განმავლობაში აქ მრავალი განსხვავებული ღონისძიება ჩატარდა“, - განაცხადა ეპარქიის წარმომადგენელმა, მღვდელმა კაბილდო ხუან ხოსე მარტინ კამპოსმა.
ამ დროისთვის ბანკეტის გასამართად საჭიროა 4000 ევროს გადახდა. მარტინ კამპოსმა განმარტა, რომ ეს მოვლენა „არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეკლესიის რწმენას“.
მისი თქმით, ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ღია ბარები და ცეკვა აკრძალულია. „ეს არის ორი ფუნდამენტური შეზღუდვა. შემდეგ კი გაითვალისწინეთ საკათედრო ტაძარში წირვის მიმდინარეობის დრო, რათა ბანკეტის ხმაურმა ხელი არ შეუშალოს მსახურებას“, - განაცხადა მღვდელმა.
ალმერიაში ყველა ჭეშმარიტი კათოლიკე არ ეთანხმება ტაძრის დაქირავებას ღონისძიებებისთვის. ბევრი თვლის, რომ ტაძრის ეზოში ბანკეტების გამართვა ტაძრის შეურაცხყოფაა.
ადრე მჟკ წერდა, რომ ბრიტანეთში, რკე-ის სასულიერო პირმა ეკლესიაში დაამონტაჟა ბარი და ლუდის ჩამოსასხმელი ორი აპარატი.