პოლონეთის ეკლესიის წინამძღვარმა დაგმო სამხედრო ქმედებები წმინდა მიწაზე
მიტროპოლიტმა საბამ განაცხადა, რომ „როგორც ქრისტეს მოწაფეები, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ კონფლიქტს, რომელსაც მოჰყვება სიცოცხლის მოსპობა“.
პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ დაგმო სამხედრო მოქმედებები წმინდა მიწაზე, იუწყება პოლონეთის ეკლესიის ვებგვერდი.
მიტროპოლიტმა საბამ ისრაელსა და პალესტინას შორის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით მიმართვაში შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო.
„ტრაგიკული შეიარაღებული კონფლიქტის პირველივე წუთებიდან ჩვენ მხურვალე ლოცვებს ვწირავთ უზენაესსა და ყოვლისშემძლე ღმერთს წყალობისთვის. ყოვლისშემძლეს ვთხოვთ მშვიდობა დაამყაროს მიწაზე, სადაც დაიბადა ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე, მშვიდობა და ურთიერთპატივისცემა მიანიჭოს რეგიონის ყველა მაცხოვრებელს“, - წერს მიტროპოლიტი საბა.
პავლე მოციქულის სიტყვების შეხსენებით „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომ. 12:18), პოლონეთის ეკლესიის წინამძღვარმა თხოვნით მიმართა ყველას, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, - „შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები“.
„როგორც ქრისტეს მოწაფეები, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ კონფლიქტს, რომელიც იწვევს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას; ჩვენ მკაცრად ვგმობთ სამხედრო ქმედებებს“, - წერს ის.
მიტროპოლიტმა საბამ ასევე თქვა, რომ იგი სოლიდარობას უცხადებს წმინდა მიწაზე კონფლიქტის დროს დაზარალებულებს „და იზიარებს დაღუპულთა ოჯახების ტკივილს“.
მჟკ წერდა, რომ ისრაელმა ღაზაში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე საჰაერო იერიში მიიტანა.