ახლა კასტეტებით ლოცვაა მოდაში? -ექსპერტი მიხალჩაში ტაძრის დარბევის შესახებ

27 December 2020 01:00
9
მედიაექსპერტი იური მოლჩანოვი.ფოტო: politobzor.net მედიაექსპერტი იური მოლჩანოვი.ფოტო: politobzor.net

ექსპერტმა იური მოლჩანოვმა უარყო მეუს-ს  განცხადება იმის შესახებ,რომ მათი მომხრეები,რომლებმაც უმე-ს ტაძრის კარი გატეხეს მიხალჩაში ,სალოცავად იყვნენ მისულები.

ჟურნალისტმა და მედიაექსპერტმა იური მოლჩანოვმა ტელეარხ 112 - ის ეთერში კომენტარი გააკეთა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაზე, თითქოს მისი მომხრეები სოფელ მიხალჩაში 12 დეკემბერს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიტაცებას კი არ აპირებდნენ, არამედ „ლოცვას“.

 „ეს რა არის, ახლა მოდაშია კასტეტებით, ყვირილით და ლოზუნგებით ლოცვა?! მათი ლექსიკონი, რბილად რომ ვთქვათ, არამართლმადიდებლურია. ისინი მოვიდნენ თავისი „ქრისტიანული“ წესების დასამყარებლად არა ლოცვით და ქადაგებით, არამედ მუშტებითა და კასტეტებით“, - განაცხადა ექსპერტმა.

 „მე ვერ ვერკვევი  პოლიტიკაში.  ყველაფერი შემიძლია გავიგო, მაგრამ  ერთი რამ არ მესმის. ამ ხალხს შორის იყო ადამიანი, რომელიც თავს უწოდებდა მღვდელს. დავანებოთ თავი კონფესიებს და საპატრიარქოებს, მხოლოდ ქრისტიანობაზე ვილაპარაკოთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი თავს თვლიდეს მღვდლად“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, იური მოლჩანოვმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ კარანტინის შემდეგ ის ელოდება უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა მასიურ გადასვლას უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიაში.

 „თუ გადასვლა მოხდება ასეთ რეჟიმში, ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს ქვეყნისთვის. ზელენსკიმ შეძლო ხანძრის ჩახშობა ეკლესიებს შორის დაპირისპირებაში, ვიღაცა კი ცდილობს სერიუზული დეფორმაცია შეიტანოს ამ ფაქიზ სამყაროში“, - ხაზი გაუსვა მოლჩანოვმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 2020 წლის 12 დეკემბერს, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტებმა მოაწყვეს ჩერნოვიცკის ოლქის სტოროჟინეცკის რაიონის სოფელ მიხალჩის მიძინების ტაძრის შტურმი, სადაც კანონიკური ეკლესიის რელიგიური გაერთიანება, უკანონოდ გადარეგისტრირებული უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში, 2019 წლის 10 თებერვლიდან იბრძვის, რომ მოიპოვოს მართლმადიდებლური რწმენის თავისუფლად აღმსარებლობის უფლება.

 როგორც ადრე წერდა მჟკ, მასმედიაში ჰყვებიან,  როგორ დაგეგმა მეუ-მ შტურმი მიხალჩაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ