კათოლიკები შეშფოთდნენ წმინდა იანუარის არშემდგარი სასწაულის გამო ნეაპოლში

22 December 2020 18:03
84
კათოლიკეებმა ვერ იხილეს მორიგი «სასწაული წმინდა იანუარისა». ფოტო: twitter.com კათოლიკეებმა ვერ იხილეს მორიგი «სასწაული წმინდა იანუარისა». ფოტო: twitter.com

სისხლის გათხელების სასწაული წმინდანისა, რომელიც ითვლება ნეაპოლის ზეციურ მფარველად, ჩვეულებრივ  წელიწადში სამჯერ ხდება.

2020 წლის 16 დეკემბერს იტალიის კათოლიკებმა ვერ იხილეს წმინდა იანუარის მორიგი სასწაული და ამას ცუდ წინასწარმეტყველებად თვლიან. ამას იტყობინება Reuters.

ჩვეულებრივ სასწაული,  რა დროსაც ჭურჭელში მშრალი ნივთიერება, რომელიც ითვლება ადრექრისტიანული წმინდანის სისხლად, თხელდება, ხდება წელიწადში სამჯერ: 19 სექტემბერს, 16 დეკემბერს და მაისის პირველ შაბათს.

კათოლიკებს სწამთ, რომ თუ ლოცვის შემდეგ სისხლი  მშრალი დარჩება, ეს დიდი უბედურების მომასწავებელია. მაგალითად, ХХ საუკუნეში წმინდა იანუარის სასწაული არ მოხდა სამჯერ: 1939 წელს - მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1944-ში - ვეზუვის ამოფრქვევის წინ და 1980-ში - იტალიაში დიდი მიწისძვრის წინ, რომლის დროსაც დაიღუპა 3000-მდე ადამიანი. სასწაული აგრეთვე არ მოხდა 2016 წლის დეკემბერშიც.

ამ წელს, წმინდა იანუარის ხსოვნის დეკემბრის დღეს, ნივთიერება ჭურჭელში კვლავ მშრალი დარჩა, მიუხედავად რამდენიმესაათიანი დილის ლოცვისა და განსაკუთრებული მესისა დღის მეორე ნახევარში. თუმცა, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა კრეშჩენციო სელემ მოუწოდა მორწმუნეებს არ მიეცენ  სასოწარკვეთას, რადგან, მისი სიტყვებით, „თუ რამეს ჭირდება გალღვობა, ეს ადამიანთა გულებია“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა  აკურთხა კაპიტალიზმის „გუშაგები“, რომ მოაგვარონ კაცობრიობის პრობლემები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ