უბკე მეთაური: ჩვენს ძმებთან ერთად მეუ-ში გვინდა ახალ კალენდარზე გადავიდეთ
შევჩუკის აზრით, გაყოფისგან თავის ასარიდებლად, ახალ კალენდარზე გადასვლის ინიციატორები ერის ხალხი უნდა იყოს.
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ მის რელიგიურ სტრუქტურას სურს ახალ კალენდარზე გადასვლა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „მართლმადიდებელ ძმებთან“ ერთად, იუწყება უკრაინის რელიგიურ-საინფორმაციო საიტი РИСУ.
შობის ახალი სტილით (25 დეკემბერს - რედ.) აღნიშვნის მოძრაობა „უნდა წამოიწყოს ერში, ქვემოდან“, - თვლის შევჩუკი. „თუ კალენდრის საკითხის ინიციატივა წამოწყებული იქნება ზემოდან, ამან შეიძლება შექმნას დამატებითი განხეთქილებები. მსგავსი კალენდრული ომები იყო, კერძოდ, აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - თქვა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.
თუ ასეთი საყოველთაო მოთხოვნა ქვემოდან იქნება და იერარქები იგრძნობენ, რომ ეს არ გამოიწვევს დამატებითი გაყოფის პროვოცირებას ადგილობრივ დონეზე, მაშინ დაიწყება გარდამავალი ეტაპი, ექსპერიმენტული“, - დაამატა მან.
შევჩუკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ახალ კალენდარზე გადასვლას ფიქრობს მართლმადიდებლებთან ერთად: „ჩვენი მხრიდან, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიას გვსურს ამის გაკეთება ჩვენს მართლმადიდებელ ძმებთან ერთად“.
„უკრაინას აქვს თავისი განსაკუთრებული კონტექსტი, კერძოდ, ეკუმენისტური, ტრადიციული, არის გარკვეული ისტორიული მომენტები, რომლებიც სადღაც ქვეცნობიერად არიან ჩვენს გულებში და ეს ითხოვს არა ერთპიროვნულ, არამედ სახალხო ეკლესიათშორის, ეკუმენისტურ განხილვასა და მოძრაობას“, - თქვა შევჩუკმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,რომ ეკლესიამ უნდა ეძებოს ,,ახალ სტილზე'' გადასლის გზები,მაგრამ კალენდრის შეცვლა აუცილებელია სხვა ეკლესიებთან ერთად.