უმე„მსახურება“წმინდა სოფიას ტაძარში ორმაგი სტანდარტის მაგალითია-უმე იერარქი

18 December 2020 02:37
54
ჩერკასისა და კანევსკის არქიეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო : cherkasy.church.ua ჩერკასისა და კანევსკის არქიეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო : cherkasy.church.ua

ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა აღნიშნა, რომ დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური დამოკიდებულება უმე-სადმი რეალობაა, რომელიც არავის არ უკვირს.

სიტუაცია, რომელიც დაკავშირებულია  კიევის წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის „მსახურებასთან“ და ამავდრიულად უარის თქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის -  უკრაინაში რელიგიურ ორგანიზაციებთან  დამოკიდებულების ორმაგი სტანდარტის ტიპიური მაგალითია. ამის შესახებ უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის ჩერკასკის ეპარქიის მმართველმა, არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა (სნიგიროვმა) ისაუბრა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კომენტარებში.

„ტიპიური და მოსალოდნელი მაგალითია, - დააზუსტა იერარქმა. - ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ“.

მისი სიტყვებით, ის, რომ მსგავსი დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური დამოკიდებულება უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიისადმი - ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი კონფესიისადმი უკრაინაში - „ნორმაა“ ჩვენი პოლიტიკოსებისთვის და ჩინოვნიკებისთვის, ეს უკვე არავის გაკვირვებას არ იწვევს, ვინაიდან „სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების რეალობაა. დანაშაულებრივი, ველური, შუასაუკუნეებრივი, მაგრამ რეალობა“.

დაბრუნდება კი ჩვენი ქვეყანა სამართლებრივ და კონსტიტუციურ ველზე რელიგიურ სფეროში? მინდა იმედი ვიქონიო, რომ კი. მაგრამ ამისთვის სახელმწიფოში და საზოგადოებაში გადალახული უნდა იყოს ბოლო წლების მძიმე შედეგები, როდესაც პოლიტიკური და წინასაარჩევნო წუთიერი სარგებელის გამო ჩვენი პოლიტიკოსების მიერ უნამუსოდ და უხეშად თამაშდებოდა რელიგიური კარტი, როდესაც საზოგადოებაში დარღვეული იყო შედარებითი კონფესიათაშორისი სიმშვიდე და ბალანსი, ტელევიზორის ეკრანებიდან კი იღვრებოდა უპრეცედენტო ანტიეკლესიური პროპაგანდა.

ეს მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს გადალახული. სხვანაირად საზოგადოებაში სამართლებრივი წესრიგისა და კეთილდღეობის მომავლის იმედი ალბათ ვერც გვექნება’, - დაასკვნა ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 დეკემბერს უკრაინაში  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ დედაქალაქის წმინდა სოფიას ტაძარში ჩაატარა „სამადლობელი პარაკლისი“ მისი შექმნის ორი წლის აღსანიშნავად. მანამდე კულტურის სამინისტრომ, კორონავირუსის ეპიდემიის საბაბით, უარი უთხრა უკრაინის  მართლმადიდებელ  ეკლესიას ღვთისმსახურების ჩატარებაზე კიევის წმინდა სოფიოს ტაძრის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ