რმე:ერთი დოკუმენტი მაინც წარმოადგინეთ,სადაც მოსკოვს „მესამე რომს“ ვუწოდებთ

18 December 2020 01:34
715
რმე-ის  სსუმ -ს მიტროპოლიტი ილარიონ ვოლოკოლამსკი. ფოტო: hranitel.club რმე-ის სსუმ -ს მიტროპოლიტი ილარიონ ვოლოკოლამსკი. ფოტო: hranitel.club

მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა) უპასუხა კითხვას, ცდილობს თუ არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რაღაც ფორმით უწინამძღვროს მსოფლიო მართლმადიდებლობას.

მტკიცებებში, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ახდენს „მესამე რომის“ თეორიის კულტივირებას და, ვინაიდან მას ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ყავს, სურს უწინამძღვროს მსოფლიო მართმადიდებლობას, „არც ერთი წვეთი სიმართლისა არ არის“. ასე უპასუხა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსმა, ბერძნული გამოცემის კორესპინდენტის კითხვას.

„ამ მტკიცებებში არც ერთი წვეთი სიმართლისა არ არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ მართლაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესია ვართ, - თქვა  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საიტზე. - ეს ფაქტია, რომლითაც ჩვენ კი არ ვამაყობთ, არამედ ის განსაკუთრებულ  პასუხისმგებლობას გვანიჭებს ჩვენი მრევლის წინაშე, მისი ერთიანობის შენარჩუნების გამო“.

რაც შეეხება დადანაშაულებას იმაში, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქადაგებს „მესამე რომის“ თეორიას, ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა, „წარმოადგინეთ ჩვენი ეკლესიის თუნდაც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, საეკლესიო კრების გადაწყვეტილება, პატრიარქის სიტყვები ან, მაგალითად, ჩემი გამოსვლა, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ ვთვლით მოსკოვს ,, მესამე რომად“.

ასეთი რამ არ არსებობს. ეს იყო კონცეპცია, რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე საუკუნის წინ და უკვე დიდი ხანია ჩაბარდა წარსულს. ჩვენთვის ის ინტერესს არ წარმოადგენს ისევე, როგორც ის, რომ არანაირად არ გვსურს თავში ჩავუდგეთ მსოფლიო მართლმადიდებლობას. ჩვენ სავსებით გვაწყობს ის ადგილი, რომელსაც ვიკავებთ“, - დაამატა მან.

იერარქმა გაიხსენა, რომ 2013 წლის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე მიღებული იყო დოკუმენტი „მსოფლიო ეკლესიაში პირველობის შესახებ“, რომელშიც „შავით თეთრზე ეწერა, რომ ჩვენ ვცნობთ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უპირველესად თანასწორი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა შორის“.

მაგრამ ვცნობთ მის პირველობას პატივის და არა ძალაუფლების მხრივ, - დააზუსტა მან. - ჩვენ არ ვთვლით, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს აქვს რაიმე ძალაუფლება მისი კანონიკური იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ან უფლება აქვს ჩაერიოს სხვა ადგილობრივი ეკლესიების შიდა ცხოვრებაში - მსგავს  შეხედულებებს ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით“.

შეგახსენებთ, მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსმა განმარტა, არის თუ არა კანონებში საფუძველი ფანარის პირველობისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ