ზელენსკიმ შეცვალა პოზიცია უმეს მიმართ-ექსპერტი წმ.სოფიას ტაძარში პარაკლისზე

18 December 2020 00:10
72
წმინდა სოფიას ტაძარი. ფოტო: Twitter/Aleksandr Frolov წმინდა სოფიას ტაძარი. ფოტო: Twitter/Aleksandr Frolov

მიხეილ პოგრებინსკის პასუხი კითხვაზე,რატომ უთხრა ხელისუფლებამ  უმე-ს უარი წმინდა სოფიას ტაძარში სამადლობელი პარაკლისის გადახდაზე, ხოლო  მეუ-ს  ნება დართო.

ვლადიმერ ზელენსკიმ შეცვალა თავისი პოზიცია რელიგიურ ცხოვრებაში ჩარევის თაობაზე, ახლა ის უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეზეა. ამის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კომენტარში თქვა უკრაინელმა პოლიტოლოგმა, კიევის პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის დამაარსებელმა და დირექტორმა მიხეილ პოგრებინსკიმ.

კითხვაზე, თუ რატომ დართო ხელისუფლებამ ნება უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას ჩაეტარებინა თავისი „პარაკლისი“ კიევის წმინდა სოფიას ტაძარში, მაგრამ ორი თვით ადრე ამაზე უარი უთხრა უკრაინის  მართლმადიდებელ ეკლესიას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ „ამაში გასაკვირი არაფერია“.

ჩვენთან პრეზიდენტმა ხომ კარგად დაიწყო - თავი აარიდა რელიგიურ ცხოვრებაში ჩარევას და იყო ერთი ეპიზოდიც თურქეთში, როდესაც მან ეს აშკარად გამოხატა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ შეცვალა პოზიცია და ახლა  ამ საკითხში აწარმოებს ფაქტიურად ისეთივე პოლიტიკას, როგორსაც აწარმოებდა პოროშენკო. შეიძლება, ისე აშკარად არა, მაგრამ დაახლოებით იმდაგვარს.

ის უკრაინელი ნაციონალისტების მხარეზეა,  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეზეა, რომელსაც  მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობა  არაკანონიკურად მიიჩნევს. მთავრობაშიც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ - პრემიერი და ჰუმანიტარული პუბლიკა - კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის სასტიკი მტრები, ასე რომ ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, - თქვა მიხეილ პოგრებინსკიმ.

როგორც იუწყებოდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი, კიევის წმინდა სოფიას ტაძარში „სამადლობელი პარაკლისის“ შემდეგ, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 15 დეკემბერს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის ორი წლისთავთან დაკავშირებით, დუმენკომ განაცხადა, რომ „მსოფლიო მართლმადიდებლობის მომავალი დამოკიდებულია უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაზე“.

მანამდე კულტურის სამინისტრომ, კორონავირუსის ეპიდემიის საბაბით, უარი უთხრა უკრაინის  მართლმადიდებელ  ეკლესიას ღვთისმსახურების ჩატარებაზე კიევის წმინდა სოფიას ტაძრის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ