სერბიაში მართლმადიდებელი ბერი დანით მოკლეს
ბერი სტეფანი მონასტრის სატრაპეზოში მოკლეს დანის ორი დარტყმით, მკერდსა და გულში.
2020 წლის 7 დეკემბერს გლოგოვაცის მონასტერში, რომელიც სერბეთის რესპუბლიკის (ბოსნია და ჰერცოგოვინა) ქ. შიპოვოს მიდამოებში მდებარეობს, დაჭრეს ბერი სტეფანი (აჩიჩი), - იტყობინება სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბიხაჩკო-პეტროვაცკის ეპარქიის ოფიციალური საიტი.
„სამუდამო სასუფეველის და აღდგომის იმედით, ბიხაჩკო-პეტროვაცკის ეპარქია თავის მორწმუნეებს და მთელ საზოგადოებას ამცნობს, რომ 2020 წლის 7 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს, გლოგოვაცის მონასტერში მოკლეს გლოგოვაცის მონასტრის დიდი ხნის ბერი და ძმა სტეფანი (აჩიჩი)“, - ნათქვამია ეპარქიის შეტყობინებაში.
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით სერბეთის რესპუბლიკის პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, მეორე კი - ძებნაშია. სავარაუდოდ ის უნდა იყოს დრაგან შ. 1980 წელს დაბადებული, ქ. ბანია-ლუკადან.
ცნობილია, რომ მკვლელობა ჩადენილია ანგარების გამო, იმდენად რამდენადაც მონასტრიდან გაქრა ბერების მიერ მთელი კვირის ნაგროვები დაახლოებით 100 მაროკი (50 ევროზე ოდნავ მეტი).
ბერი სტეფანი მონასტრის სატრაპეზოში მოკლეს დანის ორი დარტყმით, მკერდსა და გულში. ამის შემდეგ მკვლელი მიიმალა ავტომანქანით, სადაც მას ელოდებოდა პარტნიორი. ბერმა სტეფანმა დაურეკა მონასტრის ძმას და შეატყობინა, რომ სისხლისგან იცლებოდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
მისმა აღმატებულებამ ბიხაჩკო-პეტროვაცკის ეპისკოპოსმა სერგეიმ ეპარქიის სასულიერო პირებთან და ბერებთან ერთად მიუსამძიმრა გარდაცვლილი ბერის სტეფანის დასა და მის ყველა ნათესავს. „მარადიული ხსოვნა შენ, ძვირფასო ქრისტესმიერო მამო სტეფან. აღდგომას გილოცავ!“, - ნათქვამია ეპარქიის საიტზე.
ბერი სტეფანი (საერო ცხოვრებაში მიოდრაგ აჩიჩი) დაიბადა ქ. ინჯიაში (სერბია) 1958 წელს, 2007 წელს მიიღო წმინდა პირველმოწამე და არქიდიაკონის სტეფანის სახელი. 2012 წელს შეუერთდა შუასაუკუნეების გეორგიევსკის მონასტრის გლოგოვაცის საძმოს, რომელიც მდებარეობს კანიონში. სულ მონასტერში განდეგილად იყო ორი ბერი.
ადრე მჟკ წერდა, რომ იტალიაში კათოლიკე მღვდელი უსახლკარომ მოკლა.