რადაში უმე-ს აკრძალვისთვის საჭირო ხმების რაოდენობა მოაგროვეს
226-მა სახალხო დეპუტატმა ხელი მოაწერა მიმართვას უმე-ის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.
ფრაქცია "ხმის" სახალხო დეპუტატმა იულია კლიმენკომ 226 ხელმოწერა შეაგროვა უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკისადმი მიმართვით, რომელიც მოითხოვს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონპროექტი No8371, რომელიც კრძალავს უმე-ს. ამის შესახებ კლიმენკომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
შეგახსენებთ, იმისთვის, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნეს, მას მხარი არანაკლებ 226-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს.
სახალხო დეპუტატების მიმართვაში ნათქვამია, რომ უმე-ის აკრძალვა, სავარაუდოდ, „შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს სინდისის თავისუფლების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობისა და უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებს“.
შეგახსენებთ, რომ პარტია ,,ევროსოლიდარობის’’ სახალხო დეპუტატმა ირინა გერაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა შეშფოთება გამოხატეს უმე-ის აკრძალვის გამო.
როგორც მჟკ იტყობინება, რადას ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა მოუწოდა დეპუტატებზე ზეწოლისკენ, რათა აიძულონ ისინი უმე-ს აკრძალვას დაუჭირონ მხარი.