ერაყში ქრისტიანულ ქორწილში 100-ზე მეტი ადამიანი ცოცხლად დაიწვა
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი თითქოს ერთბაშად აინთო დარბაზში, სადაც ათასზე მეტი სტუმარი იყო.
ქრისტიანულ ქალაქ ყარაქოშში (ნინევეს პროვინცია, ერაყი) ქორწილში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 150 დაშავდა.
Len24TV YouTube-ის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ხედავთ, როგორ გაუჩნდა საბანკეტო დარბაზში ჭაღს ცეცხლი, შემდეგ კი ცეცხლის ალი ჭერს მოედო.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთბაშად მოედო დარბაზს, სადაც დაახლოებით ათასი სტუმარი იმყოფებოდა.
„ხანძარმა გამოიწვია დარბაზის რამდენიმე ნაწილის ჩამონგრევა, რომელიც აშენებული იყო იაფი სამშენებლო მასალით. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ეს მასალა რამდენიმე წუთში ფერფლად იქცევა“, - აცხადებენ ერაყის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტში.
ერაყის ხელისუფლებამ უკვე დააკავა საქორწილო დარბაზის ცხრა თანამშრომელი, სადაც ხანძარი გაჩნდა.
ასევე ცნობილია, რომ ხანძრის დროს დაიღუპა ზოგიერთი ოჯახის ყველა წევრი. საერთო ჯამში, ქორწილში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ყარაყოშის მოსახლეობა 30 000 ადამიანს შეადგენს.
რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სიძე-პატარძალმა ხანძრისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო. თუმცა, Len24TV-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ვიდეო მტკიცებულება, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ.
ამავდროულად, ხანძრის შედეგად სიძის დედა და პატარძლის ოჯახის თითქმის ყველა წევრი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ყარაქოში არის ქალაქი, რომლის მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანებით არის დასახლებული. ამიტომ, ყველა მიცვალებულს დაკრძალავენ ქრისტიანული ტრადიციების შესაბამისად.
მჟკ წერდა, რომ მილიონნახევარმა ქრისტიანმა დატოვა ერაყი, ქვეყანაში ამერიკის შეჭრის შემდეგ.