კვიპროსის მიტროპოლიტი:ვერ შევძლებ წინამძღვართან თანამსახურებას
კიკოს მიტროპოლიტმა აღნიშნა ,რომ ,,მოიხსენებს ეპისკოპოს ქრიზოსტომოსს იკონომიით",მაგრამ თანამსახურება არ შეუძლია,თუ არქიეპისკოპოსი მოიხსენებს ეპიფანეს.
2020 წლის 30 ნოემბერს კვიპროსის მართმადიდებელი ეკლესიის კიკოს მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა,რომ ვერ იმსახურებს აქრიეპისკოპოს ქრიზოსტომოსთან ერთად,ტუ ის მოიხსენებს ეპიფანე დუმენკოს,გვამცნობს გამომცემლობა ,,რომფეა".
მიტროპოლიტ ნიკიფორეს სიტყვებით,კვიპროსის მართმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ცნო რა დუმენკო,მოახდინა 2019 წლის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების იგნორირება.
იერარქმა ხაზი გაუსვა,რომ ,, მოიხსენებს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს იკონომიით",მაგრამ ვერ იმსახურებს მასთან,თუ არქიეპისკოპოსი მოიხსენებს ეპიფანეს.
თუ არქიეპისკოპოსი თანამსახურებაში იქნება ეპიფანესთან,ჩვენ აშკარა განხეთქილება გვექნება.ახლა პოტენციური განხეთქილება გვაქვს,მაგრამ მე მოვიხსენებ არქიეპისკოპოსს,რადგან ის არ მსახურობს მათთან,ვინც განხეთქილებას აწყობს.მოვიხსენებ იკონომიით',-აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ.
მან გაიხსენა ,რომ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი და პაფოსის მიტროპოლიტი გიორგი ცხრა წელი არ მსახურებდნენ ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს. ,,ცხრა წელი ეკლესია ამას იტანდა,ახლა რატომ არ არის სიმკაცრე?",-კითხვას სვამს მეუფე.
მიტროპოლიტი ნიკიფორე ხაზს უსვამს,რომ უარს ამბობს მიიღოს გადაწყვეტილება დუმენკოს აღიარების შესახებ, ,,იმიტომ ,რომ ეს ეხება ჩვენს რწმენას" და აღნიშნა,რომ არ აშინებს მუქარები მისთვის წოდების ჩამორთმევის შესახებ.
კითხვაზე,არის თუ არა აუცილებელი წმინდა სინოდის გადაწყვეტილების აღსრულება დუმენკოს აღიარების შესახებ ,მან უპასუხა ,რომ ,არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ,,არ გაითვალისწინა 2019 წლის სინოდის გადაწყვეტილება",თუმცა აღნიშნა ,რომ, ,,ჩვენი ეკლესიის წესდებას იცავს".
მანამდე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,რომ მიტროპოლიტ ნიკიფორეს აზრით,სინოდალური გადაწყვეტილება ,,ჩვენ არ გვბოჭავს",ისტორიასი კი არის მაგალითები,როდესაც ერტი არ იყო თანახმა,მაგრამ შემდგომში ის გაამართლეს-მარკოზ ეფესელი.