10 ხმა 7-ის წინააღმდეგ: კვიპროსის სინოდში უმეტესობა მეუ-ს მოწვევის მომხრეა

25 November 2020 22:31
31
კვიპროსის სინოდალები: ფოტო: romfea.gr კვიპროსის სინოდალები: ფოტო: romfea.gr

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი „წინააღმდეგობას არ უწევს მისი უნეტარესობის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის გადაწყვეტილებას“ მეუ-ს აღიარების შესახებ.

2020 წლის 25 ნოემბერს, კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ხმების უმეტესი რაოდენობთ მხარი დაუჭირა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის გადაწყვეტილებას ეპიფანე დუმენკოს მოხსენიების შესახებ, იტყობინება კვიპროსის ეკლესიის ოფიციალური ვებ-გვერდი.

კვიპროსის ეკლესიის პრეს-სამსახურის განცხადების თანახმად, სინოდის ორი სხდომის დროს, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 23 და 25 ნოემბერს, იერარქებმა „დეტალურად განიხილეს უკრაინის ეკლესიის საკითხი და პრობლემა რომელიც წარმოიშვა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომ ეპიფანეს, როგორც უკრაინის ეკლესიის წარმომადგენელის, მოხსენიების შემდეგ.

ამასთან დაკავშირებით კვიპროსის ეკლესიის სინოდმა დაადგინა, რომ არქიეპისკოპ ქრიზოსტომის გადაწყვეტილების „წინააღმდეგი არ არის“.

ამავე დროს, წმინდა სინოდი „იმედოვნებს უფრო ფართო კონსულტაციებზე, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა (ადგილობრივი ეკლესიები, - რედ.), რათა გადაილახოს კრიზისი, რომელიც ქრისტეს ეკლესიას გახლეჩვით ემუქრება“.  

კიკოსის მიტროპოლიტმა, ნიკიფორმა განაცხადა, რომ სინოდის მსვლელობის დროს „დაფიქსირდა უთანხმოება“, საბოლოო შედეგი კი რაც დაიდო იყო - 10 ხმა 7-ის წინააღმდეგ (1-მა თავი შეიკავა).

ადრე მჟკ წერდა, რომ კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარმა მოიხსენია ეპიფანე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ