რმეს-ის იერარქი უკრაინის ომზე: ეს არის ბოროტება, რომლის გამართლებაც შეუძლებელია
ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსმა ირინეოსმა განაცხადა, რომ გმობს უკრაინის ხელისუფლების მიერ უმე-ის მორწმუნეების დევნას.
ლონდონისა და დასავლეთ ევროპის რმე-ს ეპისკოპოსმა ირინეოსმა განაცხადა, რომ მისი ეპარქია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთ-უკრაინის ომს და მოუწოდებს მისი შეწყვეტისკენ. ეპისკოპოსის მიმართვა ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„არ ვიცი როგორ გამოვხატო უფრო ნათლად. ომი - ბოროტებაა. ამის გამართლება შეუძლებელია. ღმერთი აკურთხებს მშვიდობისმყოფელებს, როგორც თავად უფალი ამბობს“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.
მისი თქმით, ეს მისთვის არა პოლიტიკური, არამედ რელიგიური საკითხია. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ომს და კონკრეტულად ამ ომს, ისევე როგორც ვეწინააღმდეგებით სისხლისღვრას და დევნას ყველა შემთხვევაში - არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან დამნაშავეები. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინაში სამხედრო ქმედებები არასწორია“, - განაცხადა ეპისკოპოსმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ყოველთვის იწვევს ხალხის ტანჯვას.
მისი თქმით ის და მისი „მოძმე მეუფეები თავიდანვე იყვნენ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგი და ყველაფერს აკეთებდნენ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
„ჩვენ შევაგროვეთ საკმაოდ დიდი თანხა, რომლებიც გადაირიცხა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდებში. ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მადლიერება უკრაინის ეკლესიის წინამძღოლებისგან მათი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავხსენით და ვმართავთ საკვებით მომარაგების პუნქტებს, რათა საკვები მივაწოდოთ დიდ ბრიტანეთში და ევროპაში დროებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს. დახმარება გავუწიეთ ლტოლვილ ოჯახებს საცხოვრებლის მოძებნაში. ჩვენ მოვაწყვეთ საზაფხულო ბანაკი ევროპაში უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის. მივიღეთ ლტოლვილი მღვდლები და გავაერთიანეთ ისინი ჩვენს სამრევლოში. ჩვენ გავხსენით ახალი სამრევლო შვეიცარიაში, რათა მოემსახუროს უკრაინელი ლტოლვილებს რეგიონში, სადაც აქამდე სამრევლო არ გვქონდა“, - განაცხადა ეპისკოპოსმა ირინეოსმა.
ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ეწინააღმდეგება საერო ხელისუფლების მიერ უმე-ის დევნას.
მანამდე მჟკ წერდა, რომ კვიპროსელი იერარქის თქმით, უკრაინის ომი შეიძლება იყოს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი.