გამარჯვების შემდეგაც შეიძლება აღმოვჩნდეთ სიკვდილის სპირალში - დემოგრაფი
ელა ლიბანოვა ამბობს, რომ თუ ლტოლვილი ქალები არ დაბრუნდებიან, ერის გადარჩენისთვის აუცილებელი შობადობა არ აღდგება.
მ. ვ. პტუხის სახელობის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დირექტორმა ელა ლიბანოვამ Action on armed violence-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ თუ უკრაინიდან ემიგრაციაში მყოფი რეპროდუქციული ასაკის ქალები არ დაბრუნდებიან, ქვეყანა ერის გადაშენების საფრთხის წინაშე დადგება.
„თუ ჩვენ ვერ დავაბრუნებთ ამ ქალებს, ეს სერიოზული პრობლემა იქნება“, - ამბობს ლიბანოვა. მისი თქმით, დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ ”შობადობის მთლიანი მაჩვენებელი 2023-24 წლებში 0,71-მდე დაეცემა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა მსოფლიოში”.
„ვფიქრობ, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის მოსახლეობა შესაძლოა სიკვდილის სპირალში აღმოჩნდეს“, - ამბობს ის. - რომც გავიმარჯვოთ, შობადობა არ აღდგება. ომის დაწყებამდე კრიზისის შესახებ თუ მკითხავთ, ვიტყოდი, რომ სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა. ახლა ეს არის მიგრაცია და შობადობა.”
მანამდე მჟკ წერდა, რომ დემოგრაფიის ინსტიტუტის პოზიციის მიხედვით, უკრაინა ერის ეთნიკური შემადგენლობის შეცვლის ზღვარზეა.