მეუ-ში განაცხადეს კაპელანთა გამო უშძ-ის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შესახებ

13 September 2023 09:55
1971
მეუ-ს სამხედრო კაპელანობის სინოდალური სამმართველოს“ ხელმძღვანელმა იოანე იარემენკო. ფოტო: Армия информ მეუ-ს სამხედრო კაპელანობის სინოდალური სამმართველოს“ ხელმძღვანელმა იოანე იარემენკო. ფოტო: Армия информ

„იერარქმა“ ი. იარემენკომ სამხედროებს „ზამპოლიტები“ (პოლიტხელმძღვანელის მოადგილეები) უწოდა და ჩიოდა, რომ კონფესიათაშორის საბჭოში მეუ-ს ზღუდავენ.

„მეუ-ს სამხედრო კაპელანობის სინოდალური სამმართველოს“ ხელმძღვანელმა იოანე იარემენკომ Укринформ-თან განაცხადა, რომ მის სტრუქტურას კონფლიქტი აქვს უშძ-ის მთავარსარდლის აპარატის უშძ-ის სამხედრო კაპელანობის სამსახურის ხელმძღვანელობასთან, რომლებსაც იარემენკო ახასიათებს როგორც „ზამპოლიტებს“ (საბჭოთა ჯარში პოლიტხელმძღვანელის მოადგილეები). მისი სიტყვებით კონფლიქტის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ჯარში მეუ-ს აზრს დიდად არ ითვალისწინებენ.

კერძოდ, მისი აზრით, უშძ-ის სკს-თან არსებულ  კონფესიათაშორის საბჭოში ბევრი პროტესტანტი და უნიატია, მეუ-დან კი მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. იარემენკომ განაცხადა, რომ მეუ საბჭოში  თავისი სტრუქტურის უფრო ფართო წარმომადგენლობას ითხოვს.

აგრეთვე, მისი სიტყვებით, უშძ-ში კაპელანებად ზედმეტად ბევრი პროტესტანტი მსახურობს და მეუ-ში პროზელიტიზმის შიში აქვთ.

იარემენკომ მკაცრად გააკრიტიკა უშძ-ის კაპელანობის სამსახური და განაცხადა, რომ იქ „ყოფილი ზამპოლიტები“ სხედან, რომლებიც „არ შეიძლება კომპეტენტურები იყვნენ რელიგიურ სფეროში, არც მართლმადიდებლურში, არც რომელიმე სხვა სფეროში“. „იერარქი“ აგრეთვე ჩიოდა, რომ სამხედროებს არ სურთ მეუ-ს წარმომადენელთა შეყვანა ამ სფეროში.

ის იმუქრებოდა, რომ თუ სიტუაცია ახლა არ გამოსწორდება, ომის შემდეგ „ჩვენ სუიციდების, ალკოჰოლიზმის, ოჯახთა ნგრევის ზღვა რაოდენობის შემთხვევა გვექნება“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს და უბკე-ის კლირიკოსებს არ სურთ ფრონტზე კაპელანებად წასვლა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ