კვიპროსის იერარქი: უკრაინაში ომი შეიძლება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს
მიტ. ნიკიფორეს აზრით, „ბირთვული აფეთქების სოკოსებური ღრუბელი საშინელი პერსპექტივაა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება რეალობად იქცეს“.
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის კიკიის მიტროპოლიტი ნიკიფორე თვლის, რომ ომი უკრაინაში შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე (8 სექტემბერი ახალი სტილით) მიტროპოლიტი ნიკიფორე ამბობდა, რომ დღეს „ისტორიის კრიტიკული მომენტია, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები ცვლიან მსოფლიოს სახეს და გლობალური ბირთვული ომის საფრთხეს უქმნიან მას“. ბირთვული აფეთქების სოკოვანი ღრუბელი ყველაზე საშინელი პერსპექტივაა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება რეალობად იქცეს“, - განაცხადა მეუფემ.
მისი სიტყვებით, „უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება გახდეს მაუწყებელი ან, უფრო უარესი, მომასწავებელი დიდი, საბოლოო მესამე მსოფლიო ომისა, ამჯერად ბირთვულისა“.
მან გაიხსენა აინშტაინის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ „თუ მესამე მსოფლიო ომი იქნება, მაშინ მეოთხე ხელკეტების საშუალებით იწარმოება“.
„როდესაც აინშტაინი ამას ამბობდა, მხედველობაში ჰქონდა ჰიროსიმას ბომბი, რომელიც სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას იძლევა. მაგრამ დღევანდელი ბირთვული იარაღი გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას. თუ კიდევ ერთი მსოფლიო ომი უეჭველად უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში ეს ბირთვული ჰოლოკოსტი იქნება, სიცოცხლე განადგურდება და მთელი მსოფლიოც განადგურდება“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიმა ნიკიფორემ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ კიკიის მიტროპოლიტ ნიკიფორეს სიტყვებით, მსოფლიოს ხალხები უნდა გაერთიანდნენ და უკრაინაში ომი შეაჩერონ.